მედიცინა

მოცვის სამკურნალო თვისებები

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.05

მოცვი
დაკოპირებულია

მოცვი შესანიშნავი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება და ანტიბიოტიკია. ამის გამო მას აქტიურად იყენებენ ხველებისა და ყელის სხვადასხვა დაავადების დროს.

მოცვის სასარგებლო თვისებები გამოყენებულია, ასევე, კოსმეტოლოგიაში. პრეპარატები და საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც ეს კენკრა შედის, კარგია კანის დატენიანებისთვის, ასევე ანთების საწინააღმდეგოდ.

მოცვის ნაყენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ქრონიკული დიარეის, ასევე კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების დროს. ეს კენკრა ეფექტურია პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს, ებრძვის ანგინას, რევმატიზმს.

მოცვში დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, რაც უჯრედის დონეზე მოქმედებს კიბოზე და მის გამრავლებას უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, მოცვი კიბოს დაავადებების განვითარების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

ასევე, დამტკიცებულია, რომ მოცვი ძალიან კარგად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებზე. მოცვის ფოთლებსა და ღეროებში არის ნივთიერებები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

მოცვსა და მის საფუძველზე დამზადებულ სასმელებს იყენებენ თრომბის წარმოქმნისა და მიოკარდის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის. ანტიკოაგულანტის შემცველობის წყალობით ნაყოფი ამცირებს სისხლის შედედებას.

ანემიის დროს რეკომენდებულია ნაყოფის ნაყენი: 2 ჩაის კოვზ მშრალ ნაყოფს, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, გაანაწილეთ თანაბარ ულუფებად და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ.

გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), გულძმარვის, ენტერიტის (წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების), ფაღარათისა და დიზენტერიის დროს ნაჩვენებია მოცვის ნაყოფის ნახარში: 1 სადილის კოვზ მშრალ ნაყოფს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, 10 წუთით შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, გადაწურეთ და მიიღეთ თბილი, გაუზავებლად, მეოთხედი ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ.

ფაღარათისა და დაბალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის დროს სასარგებლოა მოცვის ფოთლების ნაყენი: 3-4 ჩაის კოვზი დაქუცმაცებულ მშრალ ფოთოლს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 4-5 საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ან მეოთხედი ჩაის ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ბუასილის დროს რეკომენდებულია მოცვის ფოთლების ნაყენის ოყნა (60 მილილიტრი თითოეული პროცედურისთვის).

ეფექტიანია ჰემოროიდულ კვანძებზე გასრესილი ნაყოფის სქლად დაფენა.

შარდკენჭოვანი პათოლოგიის დროს სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, ასევე, ოპერაციის წინა პერიოდში, როდესაც კენჭების ტიპი არ არის დადგენილი, პაციენტს მოცვის ნაყოფის ნაყენის სმას ურჩევენ. სასურველია მისი მიღება დღეში 4-ჯერ, თანაბარ ულუფებად, ყოველ ჯერზე 60-100 მილილიტრის მოცულობით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული