მედიცინა

მიწისთხილის სასარგებლო თვისებები

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.02

მიწისთხილი
დაკოპირებულია

მიწისთხილი, იგივე არაქისი, ფართოდაა ცნობილი, როგორც მცენარე, რომელიც ადამიანის ენერგიულობას ზრდის. ეს მასში არსებული უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, ანტიოქსიდანტებისა და საკვები ნივთიერებების წყალობითაა.

არაქისის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნასა და არსებულის შემცირებას. კვლევებით დადასტურდა, რომ დღეში სულ 30 გრამი მიწის თხილი ქვების წარმოქმნას 25%-ით ამცირებს.

არაქისი ებრძვის დეპრესიას. მასში საკმაოდაა სეროტონინი – ქიმიური ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინისთვის და რომელიც ადამიანს განწყობის რეგულირებაში ეხმარება. მიწის თხილში არსებული ტრიპტოფანის ამინომჟავა სეროტონინის გამომუშავებას ეხმარება.

არაქისი ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. მრავალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც ნიაცინის დიდ რაოდენობას შეიცავს და რომელთა შორისაა არაქისიც, შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების გავითარების ალბათობა, სულ ცოტა, 70%-მდე შეამციროს.

არაქისი შეიცავს მეტად მნიშვნელოვან ელემენტს – ფოლიუმის მჟავას, რომელიც სისხლმბად ორგანოებს უკეთ მუშაობაში ეხმარება, ამასთან, შესანიშნავი საშუალებაა სასუნთქი გზების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის და ნაოჭების წარმოქმნასაც უშლის ხელს. არაქისი ყველაზე კალორიული თხილეულია და ყველაზე მეტად უხდება გულს. მასში დიდი რაოდენობით არსებული უჯრედისი ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას. ოღონდ არ დაგავიწყდეთ: არაქისი აუცილებლად ახალგარჩეული მიირთვით – ის სარგებელს მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგიტანთ.

არაქისი მდიდარია პროტეინებით, რაც მას შეუცვლელ საშუალებად აქცევს კუნთოვანი მასის მომატების მსურველთათვის. პროტეინთან ერთად მიწის თხილი შეიცავს ანტიოქსიდანტ პოლიფენოლებსაც, კეძროდ, P-კუმარის მჟავას. აღსანიშნავია, რომ მოხალვა ზრდის ამ მჟავას შემცველობას, რაც 22%-ით ზრდის მის ანტიოქსიდანტურ თვისების. ამ მხრივ არაქისი უკეთესია, ვიდრე ვაშლი და სტაფილო.

არაქისის მიღება არ შეიძლება:

• როდესაც ადამიანს აქვს ალერგია მასზე, ალერგია განსაკუთრებით ვითარდება არაქისის ზეთზე;

• მისი მიღება არ არის რეკომენდებული პოდაგრის, ართროზისა და ართრიტის დროს;

• ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს წონაში მატებას.

დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია. მიწის თხილი, რომელსაც დიდხანს ინახავდნენ თბილ ან ნესტიან გარემოში, შესაძლოა, მწერებმა დააზიანონ ან სოკო გაუჩნდეს, ობის სოკოს აღმოჩენა კი შეუიარაღებელი თვალით სულაც არ არის ადვილი. მიწის თხილზე შეიძლება, წარმოიქმნას მავნე ნივთიერება აფლოტოქსინი, რომელიც ღვიძლის სერიოზულ დაზიანებას იწვევს. ამის გამო დიეტოლოგები გვირჩევენ, ეს გემრიელი პროდუქტი სანდო სუპერმარკეტში შევიძინოთ.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ნაჭუჭს: მას არ უნდა ჰქონდეს დეფექტები, ნადები, არ უნდა ასდიოდეს უსიამოვნო სუნი. შინ მიტანისას მიწის თხილი უმჯობესია, მაცივარში შეინახოთ – ამგვარად ის დაახლოებით ექვსი თვე შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული