მედიცინა

მიწავაშლას სამკურნალო თვისებები

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.11, 2022 წელი

მიწავაშლა
დაკოპირებულია

მიწავაშლას ფესვნაყოფი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მისი რეგულარული მოხმარება არეგულირებს წნევას ჰიპერტონიის დროს, შაქრის დონეს – დიაბეტის დროს, ასევე, აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას.

ის განსაკუთრებით მდიდარია ინსულინის ანალოგით — ინულინით. ამიტომ რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულთათვის. შესწევს შაქრის ძალზე აქტიურად დაშლის უნარი. დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ, მოუმზადებლად ჭამონ მიწავაშლა – ის ითავსებს ინსულინის როლს და ზოგჯერ სააფთიაქო საშუალებებზე მეტად ეფექტურიცაა.

ფოთოლი შეიცავს პროტეინს, შაქარს, ცხიმებს, უჯრედისს, ვიტამინებს, კაროტინს, მარილებს, ნიკოტინის მჟავას. ტუბერი კი შეიცავს ინულინს, შაქარს, ცილებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს. გამოიყენება სისხლაღმდგენად, დამამშვიდებლად, ათეროსკლეროზისა და დიაბეტის სამკურნალოდ.

დიაბეტის დროს მიწავაშლა სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ამისთვის, დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, მიირთვით 50-60 გრამი მცენარის ბოლქვი. წლის განმავლობაში, სასურველია ამ სახით 50-60 კილოგრამის მიღება. თუ ამ დროის განმავლობაში თხევად განავალს შენიშნავთ, ნუ შეგეშინდებათ – ასეც უნდა იყოს.

ათეროსკლეროზის დროს, მიწავაშლას მოხარშულ ბოლქვებს (100 გრამი) მოასხით სიმინდის ზეთი (20 გრამი) და მიირთვით ვახშამზე. შეგიძლიათ, დააყოლოთ ვერხვის ყვავილების ჩაი.

ყაბზობა რომ აღარ გაწუხებდეთ, მიირთვით მიწავაშლა ყოველდღე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ხანდახან, იარის ადგილი სითხით ივსება. ამ შემთხვევაში, მიწავაშლას ბოლქვები გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული ფაფა დაიდეთ დაზიანებულ ადგილას, დააფარეთ ცელოფანი და დაიფიქსირეთ სახვევით.

მიწავაშლა ართროზის ან მუხლის სახსრების ტკივილის დროსაც სასარგებლოა. მსხვილად გახეხეთ ბოლქვები, ოდნავ დაწურეთ, შეათბეთ მასა და წაისვით მუხლებზე. ზემოდან დაიფინეთ ცელოფანი, ბამბა და შეიხვიეთ თბილად. გაიკეთეთ კომპრესი ღამით და დილამდე დაიტოვეთ. თვე-ნახევრის შემდეგ სახსრების ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.

სუსტი ჯანმრთელობის, ონკოლოგიური დაავადების დროს მიირთვით მიწავაშლას 1 უმი ბოლქვი დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ის ყველასთვის სასარგებლოა.

გულძმარვის მოსაშორებლად გახეხეთ 2 ბოლქვი, დაუმატეთ 1 გახეხილი ვაშლი, მოურიეთ და მიირთვით. გაიმეორეთ დღეში ორჯერ. გულძმარვა გაქრება.

ინსულტისა და პრეინსულტური მდგომარეობის დროს ეფექტურია, კვირაში 2-3-ჯერ, უზმოზე 1-2 უმი ბოლქვისა და დღეში თითო ლიტრი მცენარის ნახარშის მიღება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა