მანგო თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.03, 2022 წელი

A ვიტამინის წყალობით, მანგო აუმჯობესებს მხედველობას საღამოს საათებში. მანგოს კომპონენტებს შეუძლიათ თავისუფალი რადიკალების დანგრევა, რომლებიც ნეგატიურად ზემოქმედებენ ტვინის უჯრედებზე.
მანგო ასრულებს ონკოდაავადებების (ძუძუს კიბოსა და პროსტატის) პროფილატიკურ ფუნქციას.
კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით ხილი არეგულირებს არტერიულ წნევას.
უჯრედისის მაღალი შემცველობა აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას, ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები.
ვიტამინ B6-ს შეუძლია სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება. ხილის რეგულარული მიღება ხელს უწყობს დამშვიდებასა და ნერვული სისტემის მოწესრიგებას.
მანგო დიეტური პროდუქტია. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აჩქარებს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის პროცესს.
მანგო, პირველ რიგში, ასკორბინის მჟავის ძირითადი მიმწოდებელია. მასში C ვიტამინი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ლიმონში. აქედან გამომდინარე, ამ ხილის მიღება რეკომენდებულია გაციების დროს.
მანგო დადებითად მოქმედებს ადამიანის ძვლოვან ქსოვილზე, აჩქარებს ჭრილობის შეხორცების პროცესს.
მანგოს ნაყოფი სისხლში აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ტროპიკული ხილი აჩქარებს ორგანიზმიდან შაქრის გამოდევნას, ამიტომ მისი მიღება სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის.
არანაკლებ სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს მანგო გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ხილში შემავალი კომპონენტები აძლიერებს სისხლძარღვებს, ამსუბუქებს ანთებით პროცესებსა და ალერგიებს.
როგორ შევარჩიოთ მანგო👇
მწიფე ხილის კანი უნდა იყოს გლუვი, მბრწყინავი და ლამაზი. თუ მას თითს დააჭერთ, პატარა ღრმული უნდა გაჩნდეს, რომელიც პრაქტიკულად, მაშინვე სწორდება. ძალიან რბილი ნაყოფი მეტყველებს, რომ ხილი შიგნიდან უკვე ფუჭდება. თუ ხილი გადამწიფებულია, მისი კანი მომჩვარული და დანაოჭებული იქნება.
თუ მკვახე ხილს შეიძენთ, მისი დამწიფება სახლში ძალიან გაგიჭირდებათ.
თუ მწიფე ხილი იყიდეთ, მისი შენახვა მაცივარში ჯობს, ხოლო თუ კარგად მწიფე არ არის, შეგიძლიათ, ოთახის ტემპერატურაზე დატოვოთ. შეგიძლიათ მაცივრის საყინულეში გაყინვაც.
მიუხედავად უამრავი სასარგებლო თვისებისა, მაინც არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც მანგო სიფრთხილით ან საერთოდ არ უნდა მიიღონ.
მანგოს მიღება არ არის სასურველი სამ წლამდე ბავშვებისთვის. ეს ეგზოტიკური ხილი ჩვენთვის უცხოა, ამიტომ არ ვიცით, როგორ რეაგირებას მოახდენს ბავშვის ორგანიზმი ახალ პროდუქტზე.
მოერიდეთ ალკოჰოლს მანგოს (თუნდაც, სულ მცირე ულუფის) მიღების შემდეგ 2-3 საათის განმავლობაში.
მანგოს მიღება არ შეიძლება, ვისაც მგრძნობიარე ლორწოვანი გარსი აქვს.
სიფრთხილე მართებთ ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილ ადამიანებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან