მედიცინა

მალთაშუა თიაქარი და მისი მკურნალობა

№24

ავტორი: „თბილისელები“ 13:40 20.06, 2023 წელი

მანანა თოდუა
დაკოპირებულია

როგორ მოვირჩინოთ ხერხემლის თიაქარი და ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე – ანუ როდის გვჭირდება რეაბილიტაცია. ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ასაკის, სხვადასხვა სახის ტრავმების, თუ ქრონიკული დაავადებების გამო ხშირად წარმოექმნება ფუნქციური შეზღუდვა.

სამედიცინო რეაბილიტაციის ამოცანაა ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ის პაციენტს საშუალებას აძლევს, გახდეს კვლავაც აქტიური და დამოუკიდებელი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია, ფიზიკური რეაბილიტაციის კურსი კვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტთან ჩაიტაროთ!

მანანა თოდუა, ექიმი რებილიტოლოგი (ოცწლიანი გამოცდილებით):

– პაციენტები ხშირად გვეკითხებიან – რას გულისხმობს რეაბილიტაცია და შეიძლება თუ არა, ხერხემლის თიაქრებს არაოპერაციული მეთოდებით ვუმკურნალოთ. სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს:

* ძირითადი დაავადებების მკურნალობას;

* ფუნქციური დარღვევების, ანუ ინვალიდიზაციის შემცირებას;

* ტანადობის კორექციას;

* ძვლების გამაგრებას;

* კუნთოვანი ტონუსის აღდგენას;

* კუნთების მოდუნება/გაჭიმვას სპორტული ტრავმების დროს და მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება მალთაშუა თიაქარს – მალთაშუა თიაქარი წარმოადგენს მალთაშუა დისკის ბირთვის პროტრუზიას ხერხემლის არხში, რომელიც წარმოიქმნება ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით. მისი გამომწვევი მიზეზებია: ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, კიფოზი. ხერხემლის ტრავმები, რევმატიული დაავადებები, ასაკობრივი ცვლილებები, რაც იწვევს დამაკავშირებელი ქსოვილების დარღვევას. არსებობს მაპროვოცირებელი ფაქტორებიც: სიმძიმეების აწევა, მკვეთრი მოძრაობები, დაცემა-დარტყმა, რომელიც ხერხემალს აზიანებს.

– რა სიმპტომები ახასიათებს მალთაშუა თიაქარს?

– კისრის ნაწილის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ტკივილის შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს მხარსა და მკლავშიც. თითებზე აღინიშნება გრძნობის დაკარგვა და პარესთეზია. თუ დაავადება გახანგრძლივდა, აღინიშნება უძილობა, არტერიული წნევის ცვალებადობა.

გულმკერდის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს: გულმკერდის არეში ტკივილი, განსაკუთრებით მკვეთრი მოძრაობებისას, ღრმა სუნთქვა, ზოგჯერ ეს ტკივილი გულის ტკივილში ერევათ.

წელის ნაწილის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს: ტკივილი წელის არეში, რაც ხელს უშლის მოძრაობას. ასევე, შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ფეხების, წვივების, თეძოების ტკივილსაც. ტკივილს ხშირად ახლავს მგრძნობელობის დაკარგვაც.

მალთაშუა თიაქარს, როცა ის საოპერაციო არ არის, რეაბილიტოლოგები საკმაოდ ეფექტურად ვმართავთ. ვახდენთ სიმპტომების მინიმიზაციას და რაც მთავარია – ვათავისუფლებთ ადამიანს მტანჯველი ტკივილისგან, ვუბრუნებთ მას სრულფასოვან ფიზიკურ აქტივობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ექიმი-რეაბილიტოლოგის არსენალშია მაღალეფექტური სამკურნალო პროცედურები. გამოიყენება მალთაშუა თიაქრის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. ჰიდროთერაპიის, ფიზიოთერაპიის, ელექტროთერაპიისა და სამკურნალო კლასიკური მასაჟის კომპლექსური ჩართვით, მიიღწევა მალთაშუა თიაქრის მკურნალობის საკმაოდ მაღალი ეფექტი და ეს ეფექტი ნარჩუნდება მკურნალობის დასრულებიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.

აქვე მინდა, გამოვყო რისკის ჯგუფები: ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ხერხემლის გამრუდება, ჭარბი წონა, ხშირად უწევთ სიმძიმეების აწევა და ძირითადად მჯდომარე სამუშაო აქვთ. ამიტომ, პრევენციის მიზნით და შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად მათთვის სასურველია რეაბილიტაციის კურსის გავლა.

კონსულტაციისთვის დარეკეთ:

593-46-55-35 ან 577-477-037.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა