მალთაშუა თიაქარი - მიზეზები და პროფილაქტიკა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.02, 2021 წელი

მალთაშუა თიაქრის გამომწვევი მიზეზები:
* ოსტეოქონდროზი, რევმატიული დაავადებები, სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი, თანდაყოლილი დაავადებები, ხერხემლის ტრავმები;
* ასაკობრივი ცვლილებები, რომელიც იწვევს დამაკავშირებელი ქსოვილების დარღვევას.
გამომწვევი არა, თუმცა დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს დაცემა, დარტყმა, რომელიც იწვევს ხერხემლის დაზიანებას, ასევე, სიმძიმეების აწევა და მკვეთრი მოძრაობები.
არსებობს ხერხემლის კისრის ნაწილის, ხერხემლის გულმკერდის ნაწილისა და ხერხემლის გავა-წელის ნაწილის მალთაშუა თიაქარი.
რა სიმპტომებით ამოვიცნობთ მალთაშუა თიაქარს?
* კისრის ნაწილის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს თავის ტკივილი და თავბრუ. თუმცა, ტკივილი მხარსა და მკლავშიც გადაეცემა. შესაძლოა, გამოიწვიოს თითებში მგრძნობელობის დაკარგვა, შესაძლოა, უძილობა და არტერიული წნევის ცვალებადობა;
* გულმკერდის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს ღრმა სუნთქვა, გულმკერდის არეში ტკივილი – განსაკუთრებით მკვეთრი მოძრაობებისას;
* წელის ნაწილის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს წელის არეში ტკივილი, რომელიც ხელს უშლის მოძრაობას. შესაძლოა, გამოიწვიოს ფეხების, თეძოების, წვივების, ტკივილი. ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს მგრძნობელობის დაკარგვა.
როგორ ვუმკურნალოთ მალთაშუა თიაქარს?
* პირველ რიგში ვარჯიშით. მნიშვნელოვანია სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშის შესრულება რეგულარულად, რაც ხელს უწყობს ხერხემლის დისკების გასწორებას და სტაბილიზაციას; სპეციალისტის მიერ ჩატარებული მასაჟი; ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში - რომელსაც ატარებს ექიმი და მედიკამენტური თერაპია. მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ჰომეოპათია. ძალზედ სასარგებლოა მალთაშუა თიაქრის მკურნალობა კურორტზე. სანატორულ-საკურორტო მკურნალობა ახდენს ანთების კუპირებას, სიმპტომების მინიმიზაციას და რაც მთავარია, ათავისუფლებს ადამიანს მტანჯველი ტკივილისგან და უბრუნებს სრულფასოვანი ფიზიკური აქტივობის უნარს.
ვინ შედის რისკის ჯგუფში?
* ის, ვისაც აწუხებს ხერხემლის გამრუდება;
* ჭარბი წონა;
* დიდ დროს ატარებს მჯდომარე მდგომარებაში;
* ის, ვინც ხშირად სწევს სიმძიმეებს;
* მიეკუთვნება 25-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას.
პროფილაქტიკისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
* მოერიდეთ სიმძიმეების აწევას;
* ყავის ნაცვლად დალიეთ მცენარეული ჩაი;
* დაადგინეთ თქვენი ოპტიმალური წონა და შეეცადეთ, მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები;
* აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი;
* მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას;
* უარი თქვით თამბაქოზე;
* იკვებეთ დაბალანსებულად;
* მოიშორეთ ზედმეტი წონა, დროულად გამოავლინეთ ანთებითი პროცესები და სხვა დაავადებები და იმკურნალეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან