„ლიბერთის“ შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება: ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხებზე
ავტორი: სოფი ლორია 15:09 23.03, 2022 წელი

„ლიბერთი“ ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს როგორც პირადი, ასევე ბიზნესმიზნებისთვის საგაზაფხულო აქციას სთავაზობს.
სამომხმარებლო სესხებზე საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, ახალი სესხის აღების ან სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის ან გაერთიანების შემთხვევაში, „ლიბერთის“ მომხმარებლები 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ 31 მარტამდე ჩაერთონ „ქეშბექ“ აქციაში და დაიბრუნონ 100-დან 300 ლარამდე ქეშბექი.
„ლიბერთის“ სამომხმარებლო სესხი გამოირჩევა სიმარტივით – 50 000 ლარამდე თანხის მიღება უზრუნველყოფის გარეშეა შესაძლებელი, დადასტურებულ შემოსავლად განიხილება ფულადი გზავნილებიც. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.9%-დან განისაზღვრება (ეფექტური – 20.14%-დან).
საგაზაფხულო აქცია ასევე დაიწყო „ლიბერთის“ ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვისაც – აქციის ფარგლებში, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეუძლია როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებსაც ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზე ბიზნეს და აგრომიზნობრიობით.
„ლიბერთის“ ბიზნეს და აგროსესხების პირობები ითვალისწინებს თითოეული ბიზნესის საჭიროებებს და სეზონურ ციკლს – შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგროსესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც – 50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე.
„საგაზაფხულო აქციის ფარგლებში ჩვენს მომხმარებლებს ძალიან კარგი სიახლეები მოვუმზადეთ. ახალი აქცია მოქმედებს როგორც აგროსესხების, ასევე ბიზნესესხებისა და სამომხმარებლო სესხების მიმართულებით. სიახლეს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი მომხმარებელი დაინტერესდა და ამ აქციით უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. აქტივობა 4 მარტიდან დავიწყეთ და 31 მარტს დავასრულებთ.
რაც შეეხება აქციის პირობებს, ბიზნეს და აგროსესხის მიმართულებით ქეშბექი ითვალისწინებს აღებული თანხის დაბრუნებას სესხის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში. ანგარიშზე დაბრუნებული თანხა მომხმარებელს შეუძლია, გაიტანოს ან დატოვოს ანგარიშზე და შემდგომ სესხის დასაფარად გამოიყენოს. ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვისაც – აქციის ფარგლებში, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეუძლია როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებსაც ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზე ბიზნეს და აგრომიზნობრიობით. „ლიბერთის“ ბიზნეს და აგროსესხების პირობები ითვალისწინებს თითოეული ბიზნესის საჭიროებებს და სეზონურ ციკლს – შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგროსესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც – 50 000 ლარამდე, უზრუნველყოფის გარეშე.
სამომხმარებლო სესხების მიმართულებით ქეშბექი მერყეობს 100 ლარიდან 300 ლარამდე და ამ შემთხვევაშიც თანხა ანგარიშზე უბრუნდება მომხმარებელს, რომელსაც შემდგომ თავისი სურვილისამებრ გამოიყენებენ.
ასე რომ, თამამად მოვუწოდებთ მომხმარებლებს, თუ ანალოგიური სესხებით სხვა ბანკში სარგებლობდნენ, მობრძანდნენ ნებისმიერ ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გააერთიანონ არსებული სესხები და ვალდებულებები და ისარგებლონ „ლიბერთი“ ბანკის გაუმჯობესებული პირობებით“. – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას როგორც სამომხმარებლო, ასევე ბიზნესპროდუქტებზე. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია სისტემური ბანკების მიერ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტების და დროული შეთავაზებების შექმნა. მსოფლიოში განვითარებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, აუცილებელია ჩვენს მომხმარებელს მივცეთ საშუალება მშვიდად დაგეგმოს და განკარგოს საკუთარი ბიზნესი და ფინანსები, ჩვენი შეთავაზებებით კი მიიღოს მაქსიმალური, გრძელვადიანი სარგებელი, როგორიცაა 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი თუ ქეშბექი“. – ვაჟა მენაბდე, „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან