მედიცინა

ლეღვის საოცარი თვისებები

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.09, 2022 წელი

ლეღვი
დაკოპირებულია

ლეღვი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და გემრიელი ხილია. ის სეზონურია, მაგრამ მისი მიღება ხმელი სახით მთელი წელი შეგიძლიათ. ის მდიდარია A და B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე ფოსფორით, კალციუმითა და რკინით. თუმცა, მასში შედის, ასევე, ბევრი ადვილად ათვისებადი შაქარი, რომელსაც თქვენს სხეულის ფორმებზე ზიანის მიყენება შეუძლია.

ლეღვი სუნთქვას აჯანსაღებს

პირის ღრუს უსიამოვნო სუნი რომ მოიშოროთ, 2-3 ლეღვი შეჭამეთ.

ზრდის სექსუალურ ლტოლვას

ლეღვს უძველესი დროიდან პოტენციის გასაზრდელად იყენებდნენ. მთელი ღამით 5 ლეღვი რძეში ჩაალბეთ და დილით შეჭამეთ.

შლის კენჭებს თირკმელებში

6 ლეღვს დაასხით 1 ჭიქა წყალი და აადუღეთ. დალიეთ ეს სასმელი ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში. ეს ხელს შეუწყობს თირკმელებში კენჭების დაშლას. გამოიყენეთ ეს მეთოდი მხოლოდ დაავადების საწყის სტადიაზე.

აშრობს გამონაყარს

წაისვით ახალი ლეღვის რბილობი სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ეს საშუალება აკნეს სამკურნალოდ გამოგადგებათ. ახალი ლეღვის წვენის დახმარებით მეჭეჭების მოშორებასაც შეძლებთ. ასეთი კომპრესი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ.

აკონტროლებს დიაბეტს

ლეღვი შეიცავს კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ინსულინის შემცირებას. დიაბეტის განსაკონტროლებლად ყოველდღე შეჭამეთ ლეღვის 5 თესლი 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად. უკვე პირველი კვირის შემდეგ შედეგს დაინახავთ.

აძლიერებს ძვლებს

დიდი რაოდენობით კალციუმის შემცველობით ლეღვი თქვენს ძვლებს გააძლიერებს.

ეფექტურია წონაში დასაკლებად

ლეღვის ჩირი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს მადას და ხელს უწყობს წონის შემცირებას. წონაში დასაკლებად კარგია ლეღვის კომპოტი.

ამცირებს ყელის ტკივილს

ყელის ტკივილის შესამცირებლად 3 ლეღვს დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე და 10 წუთი ხარშეთ. მიღებული ნახარში თბილი სახით დალიეთ.

კურნავს ყაბზობას

ყაბზობის სამკურნალოდ ერთი თვის განმავლობაში ყოველ დილით ჭამეთ თაფლში არეული ლეღვის ჩირი.

ლეღვის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს – ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ნივთიერებათა ცვლის შედეგად მიღებულ ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს. ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც.

ახალდაკრეფილ ლეღვს გვერდითი მოვლენები, პრაქტიკულად; არ გააჩნია.

მისმა საკვებად გამოყენებამ შესაძლოა, იშვიათ შემთხვევებში მოგვაყენოს ზიანი. ეს ხილი უკუჩვენებია მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე იმ პირებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიები ან პოდაგრა აწუხებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მექსიკელი მეცნიერებისა და ექიმების მტკიცებით ლეღვი არ არის უკუნაჩვენები მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგანაც ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ყველა დანარჩენი უკუჩვენება უკავშირდება ლეღვის ჩირის საკვებად გამოყენებას, რადგანაც ეს უკანასკნელი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა