ყველაფერი სინუსიტის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 27.08, 2022 წელი

სინუსიტი - პარანაზალური ანუ ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და მდებარეობს თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით. მათი ფუნქციაა, გაფილტრონ და გაათბონ შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში.
სინუსების ამომფენ ლორწოვანს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – შესუნთქული ჰაერიდან დიფუზიის გზით აითვისოს მსუბუქი იონები, ნაწილობრივ – ჟანგბადიც და გადაიტანოს ის პირდაპირ თავის ტვინში. ასეთი გამდიდრებული ჰაერით მომარაგებული თავის ტვინი, ბუნებრივია, სრულყოფილად მუშაობს და არ ავადმყოფობს.
ანთების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ სინუსიტებს. ქრონიკულია ფორმები, რომლებიც ორ თვეზე მეტხანს გრძელდება. მოზრდილ ადამიანს ოთხივე სინუსში ორ ჭიქამდე ჩირქი უგროვდება. ცხვირიდან მოყვითალო ან მომწვანო ფერის გამონადენი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სინუსიტს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
👉სვით ბევრი სითხე;
👉ისუნთქეთ ტენიანი ჰაერი;
👉ფრთხილად გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ მარილიანი წყლით ან გაიკეთეთ ინჰალაცია სამკურნალო ბალახების ნაყენით;
👉ტემპერატურის მომატებისას და თავის ტკივილისას მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი;
👉 2-3 დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ ცხვირის წვეთები, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროებს.
თუ ნორმამდე ჩამოსვლის შემდეგ ტემპერატურამ კვლავ მოიმატა, გახანგრძლივდა ცხელება, თავის დახრისას წიაღების პროექციის არეში იგრძნობა ტკივილი, მიმართეთ ექიმს. სინუსიტის ნიშნებია:
👉უხვი გამონადენი ცხვირიდან;
👉 თავის ტკივილი;
👉ცხვირით სუნთქვის გაძნელება, უმეტესად - ცალმხრივად;
👉ზეწოლის შეგრძნება, დაჭიმულობა ანთების მიდამოში;
👉სინათლის შიში;
👉ცრემლდენა;
👉 სხეულის ტემპერატურის მომატება.
პარანაზალური წიაღების ანთებას, ძირითადად, ვირუსული ინფექციები იწვევს. ვირუსი ორგანიზმში იჭრება დაბინძურებული ხელის პირზე, ცხვირზე ან თვალზე შეხებისას. თბილი წყლითა და საპნით ხელების ხშირი დაბანა დაავადების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მოწევაზე უარის თქმით კი თავს დაიზღვევთ მრავალი დაავადებისაგან, მათ შორის - ფილტვების, ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების, ყურების დაავადებებისგანაც. წელიწადის ცივ დროს განსაკუთრებით აქტუალურია გრიპისა და გაციების პროფილაქტიკა. იმუნურ სისტემას აძლიერებს ვიტამინებიც: A და B6 ვიტამინები, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი, მინერალებიდან – თუთია, ფერმენტებიდან – პანკრეატინი. ძალიან კარგია ნიორი.
ორთქლით ინჰალაცია უშუალოდ ლორწოვანზე ზემოქმედების საუკეთესო მეთოდია. ის ხელს უწყობს სქელი ლორწოს გამოყოფას და ინფექციის მოსპობას. კარგია გვირილის, პიტნის, ევკალიპტის, ლავანდის, ფიჭვის ზეთები. ეფექტურია სხვადასხვა ზეთის კომბინირება და მათი მონაცვლეობა. მწვავე სინუსიტის დროს ინჰალაცია დღეში 4-ჯერ უნდა ჩატარდეს. როცა სიმპტომები შესუსტდება, პროცედურების რაოდენობა თანდათან დღეში ერთამდე უნდა შემცირდეს, მაგრამ სანამ ღრუები არ გაიწმინდება, შეწყვეტა არ შეიძლება.
ბავშვებისთვის სინუსების გასაწმენდად შეიძლება, გამოვიყენოთ ახალგამოწურული ჭარხლის წვენი – 1-2 წვეთი ცხვირში დღეში 2-3-ჯერ. შემდეგ ცხვირი თბილი წყლით გამოურეცხეთ და კარგად მოხოცეთ.
მოზრდილებმა ცხვირში გამოისვით ბლომად თაფლი, ნესტოებში ჩაიდეთ თაფლში დასველებული ბამბა ან დოლბანდი, ცხვირის ფუძეზე, თვალების სიახლოვეს, დაიფინეთ ტილო და აქეთ-იქიდან დაიდეთ კარგად მოხარშული ცხელი კვერცხი, ზემოდან გადაიფარეთ პირსახოცი და გაიჩერეთ გაგრილებამდე. თაფლი გადნება და ნელ-ნელა ცხვირ-ხახაში გადავა, შემდეგ ფრთხილად გადმოაფურთხეთ ხელსახოცზე.
3 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 50 მილილიტრი თბილი წყალი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ან შაქარი. დააყენეთ ნახევარი საათი და ჩაიწვეთეთ ცხვირში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან