ყველაფერი კარიესის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.10, 2021 წელი
ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია კბილის კარიესის განვითარებაში:
კვება - კარიესის წარმოქმნაში დიდი მნიშვნელობა აქვს კვების ხასიათს. მრავალი კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკვლევით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება იწვევს კბილების კარიესული ინტენსივობის გაზრდას. მაგალითად, კარიესის მაღალი ინტენსივობა დადგინდა საკონდიტრო ფაბრიკაში მომსახურე პერსონალში.
აღასანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყურადღება უნდა მიექცეს გამოყენებული ნახშირწყლების არა მარტო რაოდენობას, არამედ პირის ღრუში მათი მოხვედრის სიხშირეს და დაყოვნების ხანგრძლივობას. ასევე, რბილი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ინტენსიურ მექანიკურ დამუშავებას, იწვევს ნადებს, რომელიც უშუალოდ უწყობს ხელს კარიესის წარმოქმნას.
გადატანილი დაავადებები - კბილის მინანქარი მაღალმინერალიზებული ქსოვილია, რომელიც კბილის ამოჭრის შემდეგ თავის მუდმივობას ინარჩუნებს იონთა გაცვლის გზით გარემომცველ არესთან - პირის ღრუს სითხესთან. გადატანილი დაავადებები, რაც ნერწყვის შემადგენლობის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ცვლილებას იწვევს, ირიბად მოქმედებენ დემინერალიზაციის პროცესთან.
მიკროორგანიზმების მნიშვნელობა - კბილის მინანქრის ზედაპირთან მიკროორგანიზმებისა და ნახშირწყლების კონტაქტის გარეშე კარიესი არ წარმოიქმნება. აღსანიშნავია სტრეპკოკები.
კბილის ქსოვილებზე გარე ფაქტორების ზემოქმედება - ცნობილია, რომ სხივური თერაპიის შედეგად, განსაკუთრებით თავის და კისრის მიდამოში, 6-8 თვის შემდეგ ჩნდება კბილების დაზიანების ნიშნები თეთრი ლაქების სახით, შემდეგ კი ყალიბდება კარიესული ღრუები. დაზიანების თავისებურებას განაპირობებს ყელის მიდამოში კარიესის ინტენსიური განვითარება.
კბილის ნადები - ესაა ბაქტერიების გროვა, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კბილის ზედაპირს და განსაზღვრულ პირობებში, გარკვეულ უბანზე შეუძლია შექმნას მინანქრის დემინერალიზაციისათვის საკმარისი მჟავე გარემო. კბილის ნადები არის გამჭვირვალე, რბილი, წებოვანი მასალა, რომელიც თითქმის მთლიანად შედგება ბაქტერიებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტებისგან. მას აქვს მიმაგრების ამორჩეული ადგილები, რაც განსაზღვრავს კარიესული დაზიანების ლოკალიზაციას.
ნერწყვის დაცვითი მნიშვნელობა – ნერწყვის საშუალებით ორგანიზმი ახდენს პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმების კონტროლს. პირის ღრუს ნორმალური ფლორა ხელსაყრელია ადამიანისთვის, რადგან ის გარედან მოხვედრილი მრავალი პათოლოგიური მიკროორგანიზმებისგან იცავს. თუ მიკროორგანიზმებმა მოახერხეს კბილის მინანქარზე მიწებება, მათზე მოქმედებს ფერმენტული სისტემები, სანერწყვე ჯირკვლები გამოიმუშავებენ ანტიმიკრობული მოქმედების ნივთიერებებს: ლიზოციმს, ლაქტოპეროქსიდაზას, აგლუტინებს. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ნერწყვის ბუფერულ უნარს კარიესისგან დაცვის თვალსაზრისით, რაც გამოიხატება მჟავე რეაქცსიის შემცირებაში.
როგორ ვიმკურნალოთ:
მიირთვით საკვები ნუტრიენტების მაღალი შემცველობით. ასეთ საკვებში დიდი რაოდენობითაა მინერალები და ვიტამინები, რაც კარიესის გაჩენისგან იცავს და კურნავს კბილს. მკურნალობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ბოსტნეული, მწვანილი, ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი, ავოკადო... მოერიდეთ შაქრის შემცველ საკვებსა და სასმელს - შაქრით პირის ღრუს მავნე ბაქტერიები იკვებებიან, ამიტომ შაქრის შემცირება, ავტომატურად ამ ბაქტერიების შემცირებასაც გამოიწვევს.
ზეთის გამოვლება უძველესი სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელსაც შეუძლია, პირის ღრუს მდგომარეობის გაჯანსაღება. 1 სუფრის კოვზი ქოქოსის უმი ზეთი პირში ჩაიგუბეთ და 20 წუთი გაიჩერეთ. არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ. თუ 20 წუთი ვერ შეძლებთ ზეთის პირში გაჩერებას, 5 წუთით დაიწყეთ და დრო თანდათან გაზარდეთ. ეს პროცედურა რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ მკურნალობის პერიოდში. ამავე დროს კბილები მინერალიზებული კბილის პასტით გაიხეხეთ, რომლის შემადგენლობაშიც ფტორი არ არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან