კვებითი დანამატების როლი ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში
ავტორი: სოფი ლორია 12:19 04.02, 2021 წელი

„სელიო“ – ჯანსაღი ორგანიზმისა და ლამაზი გარეგნობისთვის
საკვები დანამატები ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ როლს ასრულებს. როდესაც ორგანიზმი რომელიმე სიცოცხლისათვის აუცილებელი, ანუ ესენციური ნივთიერებების (ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები და სხვა ნუტრიენტები) დეფიციტს განიცდის, მნიშვნელოვნად ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა და შესაბამისად, ირღვევა სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ფუნქცია. თუ დეფიციტი საკმაოდ ღრმაა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს, აღნიშნული პრობლემის დარეგულირება მხოლოდ ჯანსაღი საკვებით შეუძლებელია. ექიმები მკურნალობისა და პრევენციის მიზნით კვებითი დანამატების ჩართვას გვირჩევენ, რაც კონკრეტულ მდგომარეობაში ნუტრიენტის დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, პროფესორი რუსუდან კვანჭახაძე: „საკვები დანამატი ავსებს ორგანიზმში სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერებების, მიკროელემენტებისა და ამინომჟავების დანაკლისს, რაც დღის განმავლობაში საკვებიდან ვერ მიიღო.
„საკვები დანამატები“ – ეს სიტყვა თავად პასუხობს შეკითხვას. ის არის დანამატი იმ ძირითად საკვებთან, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად მივირთმევთ. მოგეხსენებათ, ადამიანს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანმრთელობისთვის მუდმივად ესაჭიროება საკმარისი ოდენობის ცილებისა და სხვა ამინო- თუ ცხიმოვანი მჟავების მიღება.
სელენი კვების ერთ-ერთი შეუცვლელი კომპონენტია. როგორც მთვარე წარმოადგენს დედამიწის მუდმივ თანამგზავრს, ასევე სელენი არის ადამიანის ორგანიზმის თანმხლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ის აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობასა და მეხსიერებას. სელენი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის, ამასთან, ხელს უწყობს ადამიანს, ნებისმიერ პირობებში ჰქონდეს ენერგია და პოზიტიური განწყობა. სელენი, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ბალანსირებული და სწორი ფუნქციონირების თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა – პანდემიის ფონზე. სწორედ, ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა სელენი კვების ერთ-ერთ შეუცვლელ კომპონენტად აღიარეს.
მას ხშირად „პროცესების ცვლის გენერალს“ უწოდებენ. სელენი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ძვალ-სახსროვანი, ონკოლოგიური, ინფექციური დაავადებების მკურნალობასა და პრევენციას. დადებით გავლენას ახდენს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე და სხვა.
ცნობისათვის, სელენის მთავარ წყაროს ორგანიზმისთვის საკვები, ძირითადად, მცენარეული წარმოშობის კვების პროდუქტები, წარმოადგენს. სელენით მდიდარია მარცვლოვანი კულტურები – ხორბალი, ჭვავი, სოია და ასე შემდეგ. მსოფლიოს იმ რეგიონებში, რომელთა ნიადაგში სელენის კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია, მარცვლოვან კულტურებში მისი შემცველობა მაღალია. მაგალითად, კანადურ შვრიაში სელენის კონცენტრაცია 300-დან 500 მკგ/კგ-მდე მერყეობს. სელენით განსაკუთრებით მდიდარ წყაროს წიწიბურა წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ამ კულტურაში ამინომჟავა მეთიონინის წყალობით, ცოცხალი ორგანიზმის მიერ სელენის შეთვისების დონეც მაღალია. სელენის წყაროდ შეიძლება, გამოყენებულ იქნას სელენით გამდიდრებული პურისა და პურ-ფუნთუშეულის ნაწარმი. სხვა პროდუქტები, სადაც სელენის რაოდენობა საკმარისი რაოდენობითაა არის ქოქოსი, სიმინდი, ბრინჯი, ლობიო, ბარდა, თევზი, ზღვის პროდუქტები, ხორცი და ხორც-პროდუქტები. სელენის ყველაზე დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტებიდან ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს, ასევე, წარმოადგენს ნიორი. ნიორს აქვს სხვადასხვა მიკროელემენტისა და, პირველ რიგში, სელენის დაგროვების უნარი. სელენის რაოდენობა ნიორში დამოკიდებულია ნიადაგში მის შემცველობასა და სახეობაზე. სელენის უკიდურესად დაბალი მაჩვენებლები აღინიშნება იმ კონტინენტებზე, სადაც კვების რაციონი ერთფეროვანია და შედგება მხოლოდ აღნიშნულ რაიონში მოყვანილი პროდუქტებისგან. მსოფლიოს ბევრი რეგიონი (ჩინეთი, ფინეთი, საფრანგეთი) ხასიათდება ნიადაგში სელენის ნაკლებობით და შესაბამისად კვების პროდუქტებში, რაც ხელს უწყობს სელენდეფიციტური დაავადებების განვითარებას. მსოფლიოს იმ მრავალ ქვეყანათა შორის, რომელთაც მიკროელემენტების დისბალანსის პრობლემა აქვს, ერთ-ერთს, სწორედ, საქართველო წარმოადგენს“.
პროფესორი რუსუდან კვანჭახაძე სელენის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატს „სელიოს“ გვირჩევს. „სელიო“ შეიცავს 200 მკგ სელენს და ამ უკანასკნელის უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, ამაღლებს ცხოვრების ხარისხს, აფერხებს დაბერების პროცესს, ახანგრძლივებს და ალამაზებს სიცოცხლის წლებს. „დაბერება არ წარმოადგენს დაავადებას და ბუნებრივი, ფიზიოლოგიური პროცესია. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ამ პერიოდში ვითარდება ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების რთული, თავისებური ცვლილებები. ასაკის მატებასთან ერთად, თანდათანობით იცვლება გულის მუშაობა, სისხლძარღვები კარგავს ელასტიკურობას, ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ირღვევა სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციონირება, ვითარდება ყაბზობა, სუსტდება ენდოკრინული და ნერვული სისტემების მუშაობაც. ხშირად მოხუცებულ ადამიანებს აწუხებთ დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, გუნება-განწყობილების ცვლილება. ამ მნიშვნელოვან ჩივილებთან ერთად იცვლება გარეგნობაც, რომელსაც ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, მტკივნეულად განიცდიან და კრიტიკულები ხდებიან საკუთარი გარეგნობის მიმართ. კანი შრება, კარგავს ელასტიკურობას, ვითარდება ნაოჭები, ჭაღარავდება თმა, ძვლები მყიფე და მსხვრევადი ხდება, სახსრები კი – უმოძრაო. მოხუცებულ ადამიანს, თანმხლები დაავადებების ფონზე, სამკურნალო მედიკამენტების დიდი რაოდენობით მიღების თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, არ შეუძლია საკვებიდან სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით მიღება, ამასთან, ხანდაზმულებში მნიშვნელოვნად ქვეითდება ორგანიზმში სხვადასხვა ვიტამინისა და მინერალის დონე, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს ამ ასაკისათვის სპეციფიკურ პრობლემებს.
მნიშვნელოვანია, რომ „სელიოს“ ერთი გარსით დაფარული ტაბლეტი აქტიურ ნივთიერება სელენს გამდიდრებული საფუარის სახით შეიცავს, რაც სელენის ორგანულ ფორმას წარმოადგენს და ორგანიზმი მას უფრო ადვილად ითვისებს, არაორგანულ ფორმებთან შედარებით. „სელიოს“ შემადგენლობაში შემავალი სელენი ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტია, რომელიც მრავალი ჰორმონისა და ფერმენტის შემადგენლობაში შედის. სელენი მნიშვნელოვან მიკროელემენტს წარმოადგენს დერმატოლოგიაშიც. იგი მძლავრი ანტიოქსიდანტია, ეწინააღმდეგება უჯრედების დაშლას და ამ თვალსაზრისით იცავს კანს გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისაგან. „სელიო“ კანს ხდის უფრო ელასტიკურს, ხელს უწყობს ნაკაწრების შეხორცებას. სელენის პრეპარატებს აქვთ დადებითი ეფექტი ნეიროდერმიტების, ფსორიაზის, ქატოსებრი ლიქენის მკურნალობისას. სელენის დეფიციტის დროს კი ადგილი აქვს კანის მდგომარეობის გაუარესებას (სიწითლე, აქერცვლა), გარდა ამისა სელენის პრეპარატების მეშვეობით, ხშირ შემთხვევაში, ხდება გამონაყრის მკურნალობა.
ადამიანის ორგანიზმში სელენის რაოდენობა ყველაზე მეტად კონცენტრირებულია ფარისებრ ჯირკვალში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონოგენეზში. აღნიშნული ორგანოს ჰორმონები, თავის მხრივ, არეგულირებენ თმის ცვენის პროცესებს. შესაბამისად, ამ ორგანოს დაავადებების დროს, თმის ცვენის განვითარებისას, მიზანშეწონილია მკურნალობაში სელენის პრეპარატების ჩართვა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, პრეპარატი „სელიო“ წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას ადამიანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებისათვის. ის აჩქარებს ფრჩხილებისა და თმის ზრდას და აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს თმის ცვენას, ქერტლის წარმოქმნის გაძლიერებას, ნაადრევ გაჭაღარავებასა და თმის ზრდის შეფერხებას. „სელიო“ გამოიყენება ზრდასრულებში. მიიღება პერორალურად, 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად“ – გვირჩევს ექიმი-ენდოკრინოლოგი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან