მედიცინა

ყვავილოვანი კომბოსტოს გასაოცარი თვისებები

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.09

ყვავილოვანი კომბოსტო
დაკოპირებულია

ყვავილოვან კომბოსტოს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს არა მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესთა მოსაწესრიგებლად, არამედ კანის დაავადებათა სამკურნალოდაც.

ყვავილოვანი კომბოსტოს რეგულარულად მიღება მინიმუმამდე ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. მისი წვენი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, გასტრიტის, ბრონქიტის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებათა სამკურნალოდ.

გაითვალისწინეთ, რომ ყვავილოვანი კომბოსტო მაცივარში მხოლოდ 7-10 დღეს ინახება. არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ყვავილედებს, ისინი სრულიად თეთრი უნდა იყოს.

თუ თქვენ ამჩნევთ, რომ ყვავილედები ალაგ-ალაგ შავია, ხოლო ფოთლები არ არის ქორფა, ან კომბოსტოს თავს სულაც არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის დიდი ხნის აღებულია ან სწორად არ ინახებოდა.

ასეთი კომბოსტო ბავშვთა კვებისათვის უვარგისია.

ბავშვისთვის მისი საკვებ რაციონში ჩართვა 7-8 თვის ასაკიდან შეგიძლიათ.

საჭირო რაოდენობის ყვავილედებს დაასხით მდუღარე წყალი და მოხარშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, დარბილებამდე. ბლენდერის საშუალებით აქციეთ ერთგვაროვან მასად, გასათხელებლად დაამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

ყვავილოვანი კომბოსტო შეგიძლიათ მოამზადოთ სხვა ბოსტნეულთან და ხორცთან ერთად, კარგად ეხამება კარტოფილს, ყაბაყს, ქათმის ხორცს, ბროკოლს.

ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ცილებს, მინერალურ მარილებსა და ნახშირწყლებს, მდიდარია პექტინებითა და ვიტამინებით, ნიკოტინის, მათ შორის ლიმონის, პანტოთენის, ვაშლის, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავებით, თიამინით, პირიდოქსინით, რიბოფლავინით, რეტინოლითა და ბიოტინით, გაჯერებულია ფოსფორით, კალიუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, კალციუმითა და რკინით. ყვავილოვან კომბოსტოში, თეთრთავა კომბოსტოსგან განსხვავებით, C ვიტამინი სამჯერ მეტია, რკინა კი ბევრად მეტია, ვიდრე წიწაკაში, სალათის ფურცლებში, ბადრიჯანსა და ყაბაყში. საკვებად გამოიყენება მისი ფოთლებიც.

ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ენზიმები, რომლებსაც შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოძევებას უწყობს ხელს. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს.

ყვავილოვანში უფრო ნაკლები უჯრედისია, ვიდრე თეთრ კომბოსტოში, თუმცა ეს რაოდენობაც კი შესანიშნავად აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან „ცუდი“ ქოლესტერინის გამოდევნას.

ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი შეიცავს ლუთენსა და ზეაქსანტინს, რომლებიც ამცირებს მხედველობის ისეთი პრობლემების რისკს, როგორებიცაა კატარაქტა და ყვითელი ლაქა.

იმისათვის, რომ ნივთიერებები კარგად შეიწოვოს, კომბოსტოს უნდა დაამატოთ ჯანსაღი ცხიმები, მაგალითად, ზეითუნის ზეთი.

გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი კომბოსტო გაზრდის კუჭის მჟავიანობას და მუცლის შებერილობას გამოიწვევს. უმჯობესია, კომბოსტო სადილის ან ვახშმის ნაწილი გახადოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...