კურკუმას გასაოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.12, 2023 წელი

კურკუმა ბალახოვანი მცენარეა. მისი ფესვი გამოიყენება, როგორც სანელებელი, საღებავი ან წამალი. მას მრავალი სამკურნალო თვისება აქვს: არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათხელებს სისხლს. კურკუმა მთავარი ინდური სანელებელია. ინდოელები კურკუმას თითქმის ყველა კერძში უხვად იყენებენ, შესაძლოა, ამიტომაც, ამ ქვეყანაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატიტისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების.
კურკუმა:
- . წარმოადგენს მატონიზირებელ საშუალებას;
- . ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულაციაში;
- . ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში;
- . აძლიერებს იმუნიტეტს;
- . კარგად ასუფთავებს სისხლს;
- . ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას;
- . ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას;
- . სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას;
- . კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ ის შეუცვლელია ანემიის დროს;
- . კურკუმა ანორმალიზებს სისხლის შემადგენლობასა და მის ცირკულაციას;
- . ხელს უშლის კვანძების წარმოქმნას თავის ტვინის სისხლძარღვებში ალცჰაიმერის დაავადების დროს;
- . სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზისგან;
- . ამაგრებს გულის კუნთს და სასარგებლოა გულის მუშაობისთვის;
- . სისხლში ამცირებს შაქრის რაოდენობას;
- . დაბლა წევს კუჭის სიმჟავეს;
- . კურნავს მეტეორიზმის დროს;
- . ორგანიზმს ეხმარება ცილების შეთვისებაში;
- . ხელს უწყობს საჭმლის მონელებას;
- . ნაწლავებს ასუფთავებს ხრწნადი ნარჩენებისგან;
- . ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს;
- . იცავს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან;
- . ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში;
კურკუმა გამოიყენება, როგორც ანტიბიოტიკი.
ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა (200 გრამი) თბილ წყალში და დალიოთ დღეში 1-5-ჯერ.
ყელის ტკივილის დროს აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ანადუღარი, თბილი წყალი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ყელში გამოსავლები მზად არის. ის მოგიხსნით ტკივილს და ჩააცხრობს ანთებას.
დალურჯებები, დაჟეჟილობები, ტრავმები და შესიებები – აიღეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ჩაის კოვზის წვერით მარილი. დაასხით ანადუღარი, თბილი წყალი, იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ სქელი პასტა. მიღებული პასტა წაისვით კანის დაზიანებულ ადგილზე. ტკივილი და შესიება სწრაფად გაგივლით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან