ყურძნის გასაოცარი შესაძლებლობები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.10, 2022 წელი
![ყურძენი ყურძენი](/files/2022/10/02/5849/kurdzeni_w_h.jpeg)
უძველეს დროში ექიმები ადამიანებს კვებათა შორის ინტერვალებისას ყურძნის მიღებას ურჩევდნენ, მაგრამ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.
ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ეხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას.
ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, ის შეიცავს სამ ვიტამინს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: ფოლიუმის მჟავას (აძლიერებს მას), K ვიტამინი (მოქმედებს სისხლის შედედებაზე) და P ვიტამინი (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აბალანსებს სისხლის წნევას).
ვაზის გამხმარი ფოთლებისგან ამზადებენ ფხვნილს და იღებენ 2-4 გრამს დღეში, შინაგანი, განსაკუთრებით კი საშვილოსნოს, სისხლდენის დროს.
წითელი ან თეთრი ღვინის ზომიერი გამოყენება (50-60გრამი) ორგანიზმში ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის რაოდენობას (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რაც თავის მხრივ, მკვეთრად აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რომელიც ბლოკავს არტერიებს და იწვევს გულის შეტევას.
ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს.
გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს ამზადებენ ქიშმიშის ნახარშს და იღებენ ამოსახველებელ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებად: 100 გრამ ქიშმიშს ხარშავენ 1 ჭიქა წყალში, შემდეგ გადაწურაენ და იღებენ 70-100 გრამს 3-4 ჯერ დღეში.
ყურძენი, ასევე, სასარგებლოა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების დროს, ბრონქული ასთმისა და პლევრიტებისას, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ საწყის სტადიაზე.
ყურძენი გამოიყენება მორფინით, კოკაინით, დარიშხანით, სტრიქნინით, ნატრიუმის ნიტრატით მოწამვლის დროს – გლუკოზის დიდი შემცველობის გამო მას ძლიერი ანტიტოქსიკური თვისებები აქვს.
ყურძენს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. ის კლავს ნაწლავის ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს.
ანტიბაქტერიული თვისებები აქვს ვაზის ფოთლებსაც, კარგია დაჩირქებული ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებისთვის. ფოთლების ნაყენით ჩამოიბანეთ ჭრილობა და წყლული, ჭრილობასა და ფურუნკულზე კი დაიდეთ ახალდანაყილი ფოთლები.
ყურძნის წვენი, წითელი ღვინო და ქიშმიშის ჩაი ეწინააღმდეგება პოლიოვირუსს, მარტივი ჰერპესის ვირუსს და რეოვირუსს.
რადგან ღვინოსა და ყურძნის წვენს ყველა არ სვამს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად დააყენეთ ქიშმიშის ჩაი: 750 გრამ წყალს დაუმატეთ 250 გრამი ქიშმიში და 1 ჩაის კოვზი სიროფი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ 1 საათი. გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 200-250 გრამი ყოველდღე.
ყურძნით მკურნალობას ან მის გადაჭრაბებით მიღებას უკუჩვენებები ახასიათებს შაქრიანი დიაბეტისა და გაცხიმოვნების დროს. ის ფრიად მაღალკალორიულია, მასში შაქრების, კერძოდ კი გლუკოზის, დიდი შემცველობის გამო.
ყურძნის მიღება არ შეიძლება:
👉 კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს; რემისიის პერიოდში შეგიძლიათ; მიირთვათ ნაზი, წვნიანი ჯიშის ყურძენი;
👉კოლიტისას, რომელსაც თან ახლავს დიარეა;
👉ქრონიკული ფარინგიტისა და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს;
👉გულის მწვავე უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა;
👉ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისას კალიუმის ცვლის მოშლის დროს.
ყურძენი აჩქარებს კბილის ქსოვილის დაშლას კარიესის დროს, ამიტომ ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე კბილები სრულად უნდა განკურნოთ. კბილების დასაცავად ყურძნის ყოველი მიღების შემდეგ პირის ღრუში კარგად გამოივლეთ სასმელი წყალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან