მედიცინა
კლინიკა ბაიები ახალი სიცოცხლის სამსახურში
№49
ავტორი: „თბილისელები“ 14:42 30.11, 2020 წელი

სამედიცინო კლინიკა ბაიები დააარსა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ნია (ნინო) ონიაშვილმა. ნიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი წითელ დიპლომზე და გაიარა ინტერნატურა კ. ჩაჩავას სახელობის მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეან-გინეკოლოგიის სპეციალობით. სხვადასხვა დროს ნამუშევარი აქვს ალგეთის საავადმყოფოში, მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფოში და თბილისის მე-4 სამშობიარო სახლში მეან-გინეკოლოგად. 2006 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა დ. ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლში დირექტორად სამკურნალო დარგში.
ჩვენი კლინიკის მისიაა:
- პაციენტებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც იმსახურებს ნდობას და შეუქმნას სასიამოვნო გარემო;
ექიმებს შეუქმნას ჯანსაღი და დაცული სამუშაო გარემო,რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების განვითარება და მაქსიმალური რეალიზება. გაზარდოს ახალი თაობის ექიმები, რომლებიც გადასცემენ კლინიკის ხარისხს მომავალ თაობებს;
საზოგადოებას შეუწყოს ხელი განვითარებაში მსოფლიო სამედიცინო სიახლეების კვლევითა და დანერგვით, იურიდიული და საგადასახადო წესრიგით, გარემოსა და ადამიანის უფლებათა დაცვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან