ქიშმიშის სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.12, 2023 წელი

ქიშმიში არა მარტო გემრიელია, სასარგებლოც არის.
ქიშმიში დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილად ასათვისებელ შაქარს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს. ეს პატარა ჩირეული, პრაქტიკულად, ყველა სისტემას (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ნერვული) აძლიერებს.
ქიშმიში შეიცავს ბეტა კაროტინსა და სხვა კაროტინოიდებს, ვიტამინებს, კალციუმს და სხვა ელემენტებს. ეს პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია თვალისთვის. ის შეანელებს ასაკთან დაკავშირებულ მხედველობის გაუარესებას და ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ძალიან ცოტა ქიშმიშიც კი შეამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ამ გამხმარ ხილში არსებობს ფენოლის ნაერთები, რომლებიც კლავს და ამცირებს კიბოს უჯრედების ზრდას.
რკინისა და B ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ანემიას. აუცილებლად დაამატეთ ქიშმიში თქვენს მენიუს. ნახევარი ჭიქა ხმელი ნაყოფი შეიცავს 5% რკინას, რაც ყოველდღიური დოზაა.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქიშმიშს აქვს ფასდაუდებელი თვისებები, რომელიც ეხმარება მამაკაცებსა და ქალებს სექსუალურ ცხოვრებაში. ამრიგად, ის გამოიყენება ერექციის პრობლემების დროს, აღაგზნებს და ასტიმულირებს ლიბიდოს.
თუ თქვენ ხართ დიეტაზე, მაშინ ამ დელიკატესს შეუძლია, შეცვალოს ჩვეულებრივი ტკბილეული. ქიშმიში ენერგიის წყაროა, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია.
ქიშმიშის შემადგენლობა კბილის ზედაპირს ასუფთავებს, აძლიერებს ღრძილებს და ებრძვის ბაქტერიას, ის, ასევე, აძლიერებს კბილებს და ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას.
შავი ქიშმიშის სასარგებლო თვისებები
შავი ქიშმიში ხელს უშლის კარიესისა და ღრძილების დაავადების განვითარებას, ზრდის შემეცნებით უნარს, აჯანსაღებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, არეგულირებს არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს სისხლში.
იცავს ორგანიზმს კარდიოვასკულური დაავადებებისგან.
თუ რეგულარულად მიირთმევთ შავ ქიშმიში, ამით დიდ დახმარებას გაუწევთ თქვენს ორგანიზმს. რამდენადაც ეს პროდუქტი დიეტური ბოჭკოვანისა და პოლიფენოლების მნიშვნელოვანი საბადოა, რომელიც დაიცავს თქვენი გულის ჯანმრთელობას. ის მნიშვნელოვნად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, ისევე როგორც ეხმარება არტერიული წნევის მოწესრიგებაში.
ინდოეთსა და მეზობელ ქვეყნებში შავ ქიშმიშს წყალში ალბობენ მთელი ღამის განმავლობაში და დილით უზმოზე იღებენ, ეს საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი საშუალებაა მაღალი წნევის სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრაქტიკა წლებია, უკვე გამოცდილია, ფორმალურ კვლევებს ამის თაობაზე კვლავ ელიან.
• 30 გრამი უკურკო ქიშმიში კარგად გაავლეთ ცხელ წყალში, შემდეგ დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. ამის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ქიშმიში კი გასრისეთ (ჩაჭყლიტეთ), ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შეურიეთ 30 გრამი გამდნარი ღორის ქონი. გააკეთეთ ერთგვაროვანი მასის კვერი და პლასტირივით დაიკარით ფურუნკულზე, დაავადებულ ან არასწორად მზარდ ფრჩხილზე, რომლის მოცილებაც გსურთ.
• აიღეთ ერთი კვერცხის გული, 30 გრამი ქიშმიში და ცოტაოდენი (დანის წვერით) ზაფრანა. ქიშმიში კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში, დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გაწურეთ. შეურიეთ კვერცხის გული და ზაფრანა. მიღებული მასა დაიდეთ დაზიანებულ კანზე და შეიხვიეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან