მედიცინა

ხურტკმელის სამკურნალო თვისებები

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.09

ხურტკმელი
დაკოპირებულია

ხურტკმელი შეიცავს საკმაო ოდენობით A, B, C და E ვიტამინებს. ეს კენკრა, ასევე, მდიდარია კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით, მანგანუმითა და რკინით.

ხურტკმელი დაბლა სწევს წნევას. იმავდროულად, ძალიან ეფექტურ ინსტრუმენტად გამოიყენება გულის სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ. ასუფთავებს სისხლს ტოქსინებისგან და ამცირებს ქოლესტერინს. ხურტკმელი ორგანიზმში ქმნის საფაღარათო ეფექტს, რაც აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციონირებას. გარდა ამისა, მას აქვს შარდმდენი თვისება და განსაკუთრებული თვისება, გაწმინდოს ნაღვლის ბუშტი. ხურტკმელის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება არის კიბოს უჯრედების წინააღმდეგ გამოყენებული ნარკოტიკული წამლებისგან გამოდევნილი მავნე ნივთიერებების განადგურება. ხურტკმელი ეფექტურია მენსტრუაციის და გაჭიანურებული მენოპაუზის სისხლდენის დროსაც.

ძალიან სასარგებლოა ხურტკმელის ფოთლის ჩაიც. მას სასიამოვნო არომატი აქვს და ამასთან, ეფექტურია ანთებითი რევმატიზმის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ხერხემლის ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ.

თუ თავის ტკივილები შეგაწუხებთ, მაშინ მიირთვით ხურტკმელი.

ხურტკმელს ახასიათებს მსუბუქი გამხსნელი, ნაღველ-შარდმდენი მოქმედება, ამიტომ ის რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმელების, შარდის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებები აქვთ. მცენარეს ახასიათებს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდეგო და, ზოგადად, ორგანიზმის გამაძლიერებელი მოქმედება.

ხურტკმელის წვენი, თაფლთან ერთად, სასარგებლოა სისხლნაკლებობის, კანზე გამონაყრის, სისხლჩაქცევების დროს. წვენის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების, მარილების გამოდევნას და ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვინც რადიაციული დასხივება მიიღო – ის ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გამოყვანაში ეხმარება, ხოლო წყალში გახსნილი (1:2 თანაფარდობით) ხურტკმელის წვენი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უწყობს ხელს.

ხურტკმელი, როგორც ცოცხალი, ისე ნაყენის სახით გამოიყენება ჰიპოვიტამინოზის, ორგანიზმში რკინის, ფოსფორის, სპილენძის ნაკლებობისას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის (მაგალითად, სიმსუქნე), ქრონიკული შეკრულობის, გასტროენტეროკოლიტების, სისხლდენის დროს.

ხურტმკმელის მწიფე ნაყოფი შეიცავს 1,8-3,8 მილიგრამ სეროტონინს, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. მწიფე ხურტკმელში ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ორჯერ მეტია, ვიდრე მკვახეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა