ქაცვი – საუკეთესო მკურნალი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.06, 2021 წელი

ქაცვს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემახორცებელი, ანტიმიკრობული, დაზიანებული ქსოვილის აღმდგენი, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი, კუჭის წვენის სეკრეციის შემამცირებელი, ანტიათეროსკლეროზული მოქმედება. სწორედ, ამ თვისების გამო, ის გამოიყენება ეგზემის, დამწვრობის, ძნელად შესახორცებელი წყლულების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, დასხივებით გამოწვეული დაავადების, გინეკოლოგიური პათოლოგიების სამკურნალოდ.
ხალხურ მედიცინაში ქაცვის ნაყოფს, ნახარშის სახით, იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს კი სახლის პირობებში სხვადასხვა წესით გამოხდილ ქაცვის ზეთს ხმარობენ.
ქაცვის ნაყოფის ნახარშს, რომელსაც კუჭის დაავადების დროს სვამენ, ამზადებენ შემდეგნაირად:
👉3 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 0,5 ლიტრი ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და მიიღეთ როგორც ჩაი, დღეში 2-3 ჭიქა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ ქაცვის ზეთს:
👉1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის პირველი 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება გაძლიერდეს გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 1/4 ჭიქა 2-პროცენტიანი სოდის ხსნარი, კარგად შეანჯღრიეთ და ისე დალიეთ. სისტემატური მიღების დროს მცირედ ან სრულად ქრება ტკივილი, გულძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.
რევმატიზმისა და წყლულის სამკურნალოდ:
👉ერთმანეთს შეურიეთ 0,5 ჭიქა ქაცვის წვენი და ამდენივე რძე, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
უძილობისა და გადაღლილობის დროის:
👉ერთმანეთს შეურიეთ 3 ჭიქა ქაცვის წვენი და 0,5 ჭიქა პიტნის ნახარში, დაუმატეთ 50 გრამი თაფლი და 1 ჭიქა ცხელი წყლით გააზავეთ. დადგით მაცივარში 2 საათი. მიიღეთ 1/4 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე.
გაციებისა და ყელის ტკივილის დროს ქაცვი ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ, ამისთვის კი, მხოლოდ ქაცვი და თაფლი დაგჭირდებათ:
👉მინის სუფთა ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი და გამშრალი კენკრა, დაასხით ნატურალური თაფლი და შეინახეთ კარადაში. რამდენიმე დღეში კი უებარი იმუნოსტიმულატორი მზადაა – შეგიძლიათ, მიიღოთ 1-2 ჩაის კოვზი დილაობით, უზმოზე.
✔️ქაცვზე უფრო ძვირფასი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის არ არსებობს. ეს კენკრა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული წნევის ცვალებადობა და პირის ღრუში ანთებითი პროცესები აწუხებს.
✔️ქაცვი კურნავს თირკმლებსა და ღვიძლს, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აბრკოლებს კიბოს აღმოცენებას.
✔️ყველაზე საოცარი ისაა, რომ კენკრა სამკურნალო თვისებებს თერმული დამუშავებისა და გაყინვის დროსაც კი ინარჩუნებს.
✔️2 სუფრის კოვზი კენკრა ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების დღიურ დოზას შეიცავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან