მედიცინა

ქატოს სამკურნალო თვისებები

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.06

ქატო
დაკოპირებულია

ქატო ადამიანისათვის აუცილებელ და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს – B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, E ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სპილენძს, სელენს და სხვა. ქატო წარმოადგენს კონცენტრირებული სახის უჯრედისს, საკვებ ბოჭკოს. კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის მოქმედებს, როგორც ადსორბენდტი. უჯრედისის ბოჭკო არ შეიწოვება და არ გადამუშავდება, მაგრამ ის კუჭ-ნაწლავში აგროვებს მთელს ნაგავს, ტოქსინების, შლაკების, ქოლესტერინისა და მძიმე მეტალების სახითაც კი და მათ გარეთ გამოდევნის. ასეთი სახით მოქმედი ტექნოლოგიის საშუალებით ეს პროდუქტი რამდენიმე სასარგებლო თვისებით ხასიათდება: აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თრგუნავს მადას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ქატო ხასიათდება საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებისადმი მდგრადობით, ენერგიის დიდ წყაროს არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ნაწლავების ევაკუატორულ გამომყოფ ფუნქციას. იწვევს წონის დაკლებას. შეკრულობის დროს მას აქვს გამოხატული სამკურნალო ეფექტი. ქატოთი შეგიძლიათ, ჩაიტაროთ, ეგრეთ წოდებული, საფაღარათო კურსი: უნდა დაიწყოთ შედარებით მცირე დოზებით, აიღოთ 2 ჩაის კოვზი ქატო, დაასხათ მდუღარე წყალი, ერთ საათს გააჩეროთ, გადაწუროთ და გაფუებული მასა მიირთვათ საკვებთან ერთად ან საჭმლის მიღებამდე 3 საათით ადრე. თუ ეფექტს ვერ მიიღებთ, ქატოს დოზა დღეში 6 ჩაის კოვზამდე უნდა გაზარდოთ, ხოლო როდესაც კუჭის მოქმედება (დეფეკაცია) მოგიწესრიგდებათ, კვლავ შეამციროთ. გარდა იმისა, რომ ქატო ორგანიზმს ასუფთავებს, რაც თავისთავად აუცილებელი და სასიამოვნო ფაქტია, საკვები უჯრედისი სწრაფი დანაყრების ეფექტსაც ქმნის. ქატო მიიზიდავს სითხეს, ფუვდება და ავსებს კუჭს, რის შედეგადაც ითრგუნება შიმშილის გრძნობა. ქატო აჩქარებს კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკას, რის გამოც მცირდება საკვების შეთვისება, ანუ მიღებული კალორიები ნაკლები დოზით შეიწოვება. უჯრედისი ქმნის კარგ გარემოს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის გასამრავლებლად. ასე რომ, ქატოს გამოყენებას დისბაქტერიოზისგან გათავისუფლებაც შეუძლია.

ქატო არსებობს სხვადასხვა სახის: ხორბლის, ჭვავის, ქერის. იმის მიხედვით, თუ როგორ არის დაფქული, მათ ყოფენ ორ სახეობად – უხეშად (მსხვილი გრანულები) და წმინდად (წვრილად).

არსებობს ქატო ხილის ან ბოსტნეულის დანამატებით. ქატო ზღვის კომბოსტოს დანამატით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს. ჭარხლის დანამატით – მათთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, ჭარბი წონა, არითმია. ვაშლის დანამატით – თუ გაწუხებთ პოდაგრა, სისხლნაკლულობა, ნაღველკენჭოვანი დაავადებები. სტაფილოს დანამატით – კარგია გაციების ან კანის დაავადებების დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული