კამა თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.06, 2023 წელი

კამა მეტად საჭირო მცენარეა, ის არა მარტო კულინარიაში, სამედიცინო სფეროშიც ფართოდ გამოიყენება.
მისი სასარგებლო თვისებებია:
• ბაქტერიოციდული – აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში;
• სპაზმოლიტური – ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს;
• სისხლძარღვთა გამაფართოებელი – აადვილებს სისხლის მიდინებას, პრაქტიკულად, ყველა ორგანოსთან;
• ჰიპოტენზიური – აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში;
• შარდმდენი – ასტიმულირებს შარდის გამოყოფას;
• ანთების საწინააღმდეგო – აცხრობს ყოველგვარ ანთებას;
• კარდიოტონური – აქვს გულის მუშაობის მატონიზებელი ეფექტი;
• სედაციური – აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
• ბრონქოლიზური – რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, ამცირებს მათში ჰაერის წინააღმდეგობას და, საზოგადოდ, შეგუბებით პროცესებს სასუნთქ გზებში;
• ამოსახველებელი – ათხიერებს სქელ, წებოვან ნახველს, ხელს უწყობს მის გამოყოფას;
• ნაღველმდენი – აადვილებს ნაღვლის გამოყოფას;
• საფაღარათო – აუმჯობესებს პერისტალტიკას, კარგია შეკრულობისას;
• რეპარაციული – აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.
თუ უძილობა გაწუხებთ, ერთ სუფრის კოვზ კამის გამხმარ თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს დალიეთ 2 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, მეტეორიზმის დროს კი – ნახევარი ჭიქა ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ.
ჰიპერტონიული დაავადების დროს კარგი იქნება, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვათ 1 ჩაის კოვზი კამის მომწიფებული გამომშრალი თესლი, დააყოლოთ მეოთხედი ჭიქა თბილი წყალი და კამის ნახარში. ამ უკანასკნელის მოსამზადებლად 3 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ კამას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მიღებული სითხე თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ ანადუღარი წყლით.
კამის თესლის ნაყენი სასარგებლოა ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში.
ამას გარდა, კამას კავკასიაში, აზიის ქვეყნებში, ეგვიპტესა და სამხრეთ ამერიკაში მამაკაცთა პოტენციის ასამაღლებელ საშუალებად იყენებდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან