კალციუმის როლი ჯანსაღი, მტკიცე ძვლოვანი სისტემისთვის
ავტორი: სოფი ლორია 15:56 19.07, 2023 წელი

კალციუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც ჩართულია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ, პრაქტიკულად, ყველა ფიზიოლოგიურ პროცესში, მათ შორის ძვლების ფორმირებაში, სხვადასხვა ჰორმონის წარმოქმნაში, კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებაში, სისხლის შედედებაში, ნერვ-კუნთოვან გადაცემაში და ასე შემდეგ. თუმცა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მას ძვლოვანი სისტემისთვის აქვს, ვინაიდან სწორედ კალციუმი, ფოსფორთან და D ვიტამინთან ერთად განაპირობებს ძვლების მინერალიზაციას და შესაბამისად, მყარი, ჯანსაღი ძვლოვანი კარკასის ჩამოყალიბებას. თუ ბავშვთა და მოზარდთა ასაკში მასზე დამოკიდებულია ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ფორმირება, მოზრდილებსა და ზრდასრულებში კალციუმი მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის თუ სამკურნალოდ.
კალციუმის გარკვეული ნაწილი მუდმივად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან და ოფლთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანაკარგის შევსება კალციუმით მდიდარი ბუნებრივი პროდუქტებით ვერ ხდება, იწყება კალციუმის მობილიზაცია ძვლებიდან, რათა სისხლში მოხდეს მისი კონცენტრაციის აღდგენა. ეს პროცესი ნორმალურია ერთეულ შემთხვევებში, მაგრამ თუ მას სისტემატური ხასიათი ეძლევა, იწყება ძვლების დემინერალიზაცია, ირღვევა ძვლების სტრუქტურა და შესაბამისად, ვლინდება რაქიტი ან ტანადობის დარღვევა ბავშვებში, ხოლო მოზრდილებში მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა, რაც ოსტეოპოროზის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.
ოსტეოპოროზი ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლის მასისა და სიმტკიცის შემცირება და მოტეხილობის რისკის ზრდა ახასიათებს. ის „ჩუმ“ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ხშირად მხოლოდ მინიმალური ტრავმის შედეგად გამოწვეული მოტეხილობის შემდეგ ვლინდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლის ზემოთ ყოველი მესამე ქალი და ყოველი მეხუთე მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზითა და მოტეხილობის მაღალი რისკის ქვეშაა. დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტი, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ზოგიერთი მედიკამენტით ხანგრძლივად მკურნალობა (გლუკოკორტიკოსტეორიდები, თირეოიდული ჰორმონები და ასე შემდეგ), კოფეინისა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი – პოსტმენოპაუზური პერიოდი ქალბატონებში. ამ დროს მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების ფონზე ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ესტროგენს, ძვლოვან უჯრედებს, ირღვევა მინერალთა, მათ შორის, კალციუმის, მეტაბოლიზმი, რაც საბოლოოდ განაპირობებს პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანია საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინება, რაც გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას, ჯანსაღ კვებას და კალციუმითა და D ვიტამინით ორგანიზმის ადეკვატურ მომარაგებას.
კალციუმი და D3 ვიტამინი ამცირებს მოტეხილობების რისკს საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში. ამის დასტურია ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდის (IOF) მხარდაჭერით, 30 970 პაციენტში ჩატარებული მეტა-ანალიზის შედეგი, რომლის მიხედვითაც, კალციუმისა და D3 ვიტამინის შემცველი კომბინირებული დანამატის მიღებამ 15%-ით შეამცირა საერთო მოტეხილობების, ხოლო 30%-ით – ბარძაყის ძვლის მოტეხილობის რისკი (Weaver et.al).
გარდა მოტეხილობებისა, კალციუმის დეფიციტს შეუძლია, ასევე, გამოიწვიოს კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება, კარიესი, კუნთოვანი კრამპები, დეპრესია და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კალციუმის დეფიციტი ან აღვადგინოთ მისი ბალანსი ორგანიზმში, საჭიროა კალციუმით მდიდარი საკვების ან საკვები დანამატების მიღება. იმ შემთხვევაში კი, თუ ბუნებრივი წყაროებით (ძირითადად, რძის პროდუქტები) ვერ ხერხდება კალციუმის დღიური მოთხოვნილების შევსება ან შეფერხებულია კალციუმის ათვისება ორგანიზმში (D ვიტამინის დეფიციტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები, ასაკი >65), მნიშვნელოვანია, კალციუმის მარაგი შევივსოთ საკვები დანამატების სახით, რომლის შერჩევისას უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნულ მიკროელემენტს ორგანიზმი D ვიტამინის გარეშე ცუდად აითვისებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, კალციუმთან ერთად მასში შედიოდეს ოპტიმალური რაოდენობით D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი).
კალცერონი – გერმანული წარმოების ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, რომელიც 500 მგ ელემენტარულ კალციუმთან ერთად შეიცავს ოპტიმალური რაოდენობით D3 ვიტამინსა (1000 სე) და C ვიტამინს (50 მგ).
მნიშვნელოვანია C ვიტამინის როლი კალცერონის შემადგენლობაში, ვინაიდან ის თავის მხრივ ხელს უწყობს კალციუმისა და D3 ვიტამინის აბსორბციას, გარდა ამისა, მონაწილეობს ცილა კოლაგენის სინთეზში, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს სასახსრე ხრტილის წარმოქმნას, აუმჯობესებს სახსრების სტრუქტურას და უნარჩუნებს ძვლებს სიმტკიცეს.
კალცერონი წარმოდგენილია სასიამოვნო, ფორთოხლის არომატის მქონე შუშხუნა ტაბლეტების სახით, რომელიც იხსნება 200 მლ გრილ წყალში. რუტინული ტაბლეტებისგან და კაფსულებისგან განსხვავებით, კალცერონის თანამედროვე, ახალი გამოშვების ფორმა ხასიათდება უკეთესი ბიოშეღწევადობით და შესაბამისად, უფრო სწრაფად და ეფექტურად აღადგენს კალციუმის ბალანსს ორგანიზმში. ამასთან, აქვს გაუმჯობესებული გემოვნური თვისებები და წარმოადგენს არჩევის საშუალებას ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ტაბლეტების ან კაფსულების მიღება დისკომფორტთან არის დაკავშირებული.
კალცერონი მიიღება 6 წლის ასაკიდან, 1-2 შუშხუნა ტაბლეტი დღის განმავლობაში.
კალცერონი – მყარი და ჯანსაღი ძვლებისთვის!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან