მედიცინა

კალანჰოე – საუკეთესო ოჯახური სამკურნალო საშუალება

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 31.03, 2022 წელი

კალანჰოე
დაკოპირებულია

არც თუ ისე ბევრ მცენარეს შორის კალანჰოე ერთ-ერთია, რომელიც ოთახის ჰაერს ასუფთავებს და მიკრობებს ანადგურებს. მკურნალობის მიზნით გამოიყენება არა მარტო მისი ფოთლები, არამედ ღეროც.

კალანჰოეს სამკურნალო თვისებები იმაშიც ვლინდება, რომ ეს მცენარე ძალასა და მხნეობას მატებს ადამიანს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის მცენარესთან ერთად ერთ ოთახში კი არა, უშუალოდ მის გვერდით თუნდაც რამდენიმე წუთს გაატარებს.

კალანჰოეს „დადებითი ენერგეტიკა“ აქვს და მისი ყოფნა სასადილო ან მისაღებ ოთახში ყოველთვის კარგად მოქმედებს ოჯახურ ატმოსფეროზე.

კალანჰოე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს. ის მდიდარია სამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. შეიცავს: ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ტანინებს, პოლისაქარიდებს, ვიტამინებს, მინერალებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს (ალუმინი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, სილიციუმი, მანგანუმი).

კომპრესი მეჭეჭების საწინააღმდეგოდ – მცენარის ფოთლები დააქუცმაცეთ, ფაფა დაიდეთ პრობლემურ კანის ნაწილზე, დააფარეთ საკვები ცელოფანი და ბინტით დააფიქსირეთ. თერაპიის ხანგრძლივობა – 2 საათი.

კონიუნქტივიტისა და ბლეფარიტის მკურნალობა – კალანჰოე ეფექტურად ებრძვის ოფთალმოლოგიურ დაავადებებს. რამდენიმე ფოთოლი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. დაუმატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი თაფლი, აადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ და გაფილტრეთ. ასეთი ნახარშით თვალები დღეში 3-ჯერ გაიწმინდეთ. სხვათა შორის, მსგავსი ნახარში ანგინასა და სტომატიტსაც კურნავს. უბრალოდ, ნახარში პირის ღრუსა და ყელში გამოივლეთ.

კბილის ტკივილის გასაყუჩებლად – კალანჰოეს ფოთლები გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და წვენი გამოწურეთ. დაუმატეთ 200 მილილიტრი წყალი და ნარევი წყლის ორთქლზე გააცხელეთ. მიიღეთ 50 მილილიტრი დღეში 4-ჯერ. ეფექტურად აყუჩებს კბილის ტკივილს, ღრძილებში კი ამცირებს ანთებით პროცესს.

რინიტისა და ჰაიმორიტის მკურნალობა – მცენარის წვენი ცხვირის წვეთების სახით გამოიყენეთ. ჩაიწვეთეთ 2 წვეთი თითოეულ ცხვირის ნესტოში დღეში 2-3-ჯერ. ასე სურდოს სწრაფად მოიშორებთ.

აბსცესებისა და ვარიკოზული გაფართოებული ვენების მკურნალობა – კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლები ჩაყარეთ მდუღარე წყალში და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ. ვარიკოზული, გაფართოებული ვენების სამკურნალოდ დალიეთ 100 მილილიტრი სამკურნალო ნახარში დღეში 3-ჯერ. ეს ნახარში შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩირქოვანი ჭრილობის დასამუშავებლადაც.

სისხლდენისა და ტკივილის საწინააღმდეგოდ – მცენარის ახალი ფოთლები კარგად გარეცხეთ და დანით დააქუცმაცეთ, შემდეგ გაატარეთ ხორცის მანქანაში, მიღებული ფაფიდან წვენი გამოწურეთ და მიღებული მასა მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. ასეთი კალანჰოეს ფაფა ებრძვის სისხლდენას და აქრობს მტკივნეულ შეგრძნებას.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპია – კალანჰოეს წვენი ტუბერკულოზის კომპლექსური თერაპიის ეფექტური დამატებითი საშუალებაა. 10 მილილიტრი ახალ გამოწურული წვენი შეურიეთ 70 მილილიტრ მდუღარე წყალს და მიიღეთ ყოველდღე, ჭამის წინ. ინტენსიური თერაპიის შემდეგ შედეგს უკვე 3 თვეში დაინახავთ.

კანის დაავადების მკურნალობა – კანის პრობლემური ნაწილები კარგად დაიმუშავეთ კალანჰოეს წვენით.

ოტიტისა და ნაწოლების მკურნალობა – მოამზადეთ კალანჰოეს ფოთლების ნაყენი: 30 მილილიტრი მცენარის წვენი კარგად აურიეთ 5 მილილიტრ სამედიცინო სპირტში და ოტიტის დროს ყურის წვეთების სახით გამოიყენეთ. ამავე ნაყენით შეგიძლიათ დაიმუშაოთ ნაწოლებიც.

გაითვალისწინეთ – ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში, ასევე, ორსულობისა და ლაქტაციის დროს კალანჰოეს მიღება დაუშვებელია. არ მისცეთ სამკურნალო პრეპარატი პატარა ბავშვებს. მცენარის ხშირი გამოყენება კი ზრდასრულებისთვისაც არ შეიძლება. ალერგიის პირველივე ნიშნებზე შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა