ჯანჯაფილი, როგორც მკურნალი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
ჯანჯაფილი (კოჭა) ტრადიციულ და თანამედროვე მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება, როგორც სამკურნალო მცენარე.
ჯანჯაფილის სამკურნალო თვისებები:
1. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – ჯანჯაფილი ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში და სასარგებლოა სახსრების ტკივილის, ართრიტისა და კუნთების დაჭიმულობის დროს.
2. გულყრისა და გულისრევის შემცირება – ეფექტურია ორსულობისას, მგზავრობისას ან ქიმიოთერაპიის შემდეგ გულისრევის შესამცირებლად.
3. საჭმლის მონელების გაუმჯობესება – ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამცირებს შებერილობასა და საჭმლის მონელების დარღვევებს.
4. იმუნური სისტემის გაძლიერება – ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში და გაციების პროფილაქტიკაში.
5. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი – შეიძლება, შეამსუბუქოს თავის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი და კუნთების ტკივილი.
6. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება – ხელს უწყობს სისხლის უკეთ მიმოქცევას და შეიძლება, დაეხმაროს არტერიული წნევის რეგულირებაში.
7. ქოლესტერინის დონის შემცირება – ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ჯანჯაფილი ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებას და გულის ჯანმრთელობის დაცვას.
გამოყენების ფორმები: ჯანჯაფილი გამოიყენება ახალი ფესვის, ფხვნილის, ჩაის, ნაყენისა და საკვები დანამატების სახით.
გაფრთხილება: ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება ან წნევის ცვლილება. ქრონიკული დაავადების ან ორსულობის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
ჯანჯაფილის ჩაი გაციების დროს – ახალი ჯანჯაფილის ფესვი (2-3 სანტიმეტრი) დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 5–10 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დაუმატე თაფლი და ლიმონი. სვით თბილი, დღეში 1-2 ჭიქა.
ჯანჯაფილი და თაფლი იმუნიტეტის გასაძლიერებლად – გახეხილი ჯანჯაფილი და ნატურალური თაფლი შეურიეთ თანაბარი რაოდენობით. შეინახეთ მინის ჭურჭელში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დილით უზმოზე.
ჯანჯაფილის ნაყენი კუჭის პრობლემებისას – ნახევარი ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და დააყენეთ 10 წუთის განმავლობაში. სვით ყლუპებით ჭამის შემდეგ.
ჯანჯაფილის კომპრესი სახსრების ტკივილის დროს – ფხვნილი გახსენით მცირე რაოდენობის წყალში, ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა. გაანაწილეთ ქსოვილზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე 15–20 წუთით.
ჯანჯაფილი და ნიორი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად – შეურიეთ ერთმანეთს გახეხილი ჯანჯაფილი და დაქუცმაცებული მცირე რაოდენობის ნიორი. ჩაამატე თბილ საკვებში ან ჩაიში. მიიღეთ დღეში ერთხელ.
შენიშვნა: ხალხური რეცეპტები დამხმარე საშუალებად უნდა ჩაითვალოს და არა სამკურნალო პრეპარატების შემცვლელად. გახსოვდეთ, კუჭის წყლულის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების ან ორსულობის დროს საჭიროა სიფრთხილე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





