მედიცინა

ჯანჯაფილი, როგორც მკურნალი

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.03

ჯანჯაფილი
დაკოპირებულია

ჯანჯაფილი, ანუ კოჭა, ფართოდ გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში. ის სასარგებლოა გულისრევის, ტკივილისა და ანთებითი პროცესების შესამცირებლად. ჯანჯაფილს იყენებენ ჩაის დასაყენებლად, ასევე უმატებენ საკვებში ნედლად გახეხილს, ხოლო ტკბილეულსა და საკონდიტრო ნაწარმში – ხმელს, ფხვნილის სახით.

ჯანჯაფილი ჯანმრთელობისთვის:

• გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებისისას და შეკრულობისას;

• გულისრევის შესამსუბუქებლად ღეჭავენ უმ ჯანჯაფილს ან მიირთმევენ მას ჩაის ნაყენთან შეზავებულს;

• გრიპისა და გაციებისას სვამენ ჯანჯაფილის ნაყენს;

მომზადების წესი: დაჭერით 20-40 გრამი ნედლი ჯანჯაფილი და ჩაყარეთ ერთ ჭიქა ცხელ წყალში. დაუმატეთ ერთი ნაჭერი ლიმონი და 1 ჩაის კოვზი თაფლი;

• ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი – ჯორჯიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ჯანჯაფილის ყოველდღიურად მიღება ფიზიკური დატვირთვით გამოწვეულ ტკივილს 25 პროცენტით ამცირებს. ის, ასევე, ამცირებს ტკივილს მენსტრუალური ციკლის დროს;

• მისი ხშირი გამოყენება ამცირებს მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების შანსს;

• ეფექტურია ოსტეოართრიტისას გამოვლენილი ანთების სამკურნალოდ;

• ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

სასარგებლო შემადგენლობა:

ჯანჯაფილი შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო ბევრ ნივთიერებას, მათ შორის, C ვიტამინს, კალიუმს, რკინას, დიეტურ ბოჭკოს, თუთიას, მაგნიუმს, ფოსფორს, რიბოფლავინს, ნიაცინს, B6 ვიტამინს.

არ შეიცავს შაქარს!

რა უნდა ვიცოდეთ:

ჯანჯაფილის ყიდვისას დააკვირდით, მას უნდა ჰქონდეს ცოცხალი შესახედაობა და გლუვი ზედაპირი. შეინახეთ ის თხელი პლასტმასის კონტეინერით მაცივარში ან საყინულეში. გამოყენებისას მოაჭერით მას მხოლოდ გამოყენებისათვის საჭირო რაოდენობა და დანარჩენი კვლავ მაცივარში შეინახეთ.

ჯანჯაფილის გამოყენების იდეები:

• დაამატეთ ის ხილის დაბლენდერებულ წვენებში;

• დაუმატეთ თევზეულს;

• დაუმატეთ წვნიანებს.

როდის უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე

ჯანჯაფილის მიღება ექიმთან უნდა შეათანხმონ ორსულებმა, დიაბეტის, ნაღვლის ბუშტში ქვების მქონე ადამიანებმა. ასევე, მათ, ვისაც სისხლის შედედების პრობლემა აქვთ.

ჯანჯაფილის მიღება არაა რეკომენდებული ასპირინთან და სხვა სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებთან კომბინაციაში.

გულისრევასა და ღებინებას არაერთი მიზეზი აქვს: ორსულობა, მგზავრობა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ქიმიოთერაპია... ჯანჯაფილი საუკეთესო საშუალებაა მათ დასაძლევად.

მგზავრობით გამოწვეული გულისრევის დროს ჯანჯაფილი ხშირად გაცილებით ეფექტურია. ექსპერტები გვირჩევენ, თერაპია წინა დღეს დავიწყოთ, მგზავრობისას კი ან ნედლი ფესვი ჩავღეჭოთ, ან ჯანჯაფილის ჩაი წავიყოლოთ და ცოტ-ცოტა ვსვათ.

ჯანჯაფილი საგრძნობლად ამცირებს ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებულ გულისრევას, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.

ჯანჯაფილს აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და პირდაპირ მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე: ააქტიურებს პერისტალტიკას და აადვილებს ნაწლავების დაცლას. იმავდროულად, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა ნაწლავებში, იმატებს ნაღვლის წარმოქმნა, რაც ხელს უწყობს მონელების პროცესს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა