მედიცინა

იმკურნალეთ სტაფილოთი

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.02, 2021 წელი

სტაფილო
დაკოპირებულია

სტაფილო უძველესი დროიდან მიიჩნევა სამკურნალო მცენარედ. ძველი ბერძენი მკურნალები ქალებს ურჩევდნენ, სტაფილო კონტრაცეპტივის სახით მიეღოთ. თანამედროვე მეცნიერებმა კი დაამტკიცეს, რომ სტაფილო შეიცავს ფერმენტებს, რასაც ჩასახვის დაბლოკვა შეუძლია, თუმცა, რეალური მოქმედებისთვის მათი კონცენტრაცია საკმარისი არაა. 

🔸მიიჩნევენ, რომ სტაფილო დადებითად მოქმედებს მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე. ხალხური რეცეპტების მიხედვით, მამაკაცების ერექციის გაუმჯობესებისთვის კარგია რაციონში რძეში მოხარშული სტაფილოს ჩართვა, ასევე, სტაფილოს წვენის თაფლთან ერთად მიღება.

სტაფილოს შესახებ არაერთი მითი არსებობს. ამბობენ, დიდი სტაფილო თვალს ახარებს, მაგრამ ის არც ისე სასარგებლოა, როგორც ბევრი ფიქრობს, რადგან მეტი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს.
რომ თითქოს სტაფილო ყველასთვის სასარგებლოა. ეს მართალი არაა. უჯრედისის მაღალი დონის გამო მას ზიანის მიყენება შეუძლია მისთვის, ვისაც დიარეა აქვს.
სტაფილოს მიღებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს.
სტაფილო დიდი რაოდენობით არ უნდა მიიღონ, ასევე, მათ, ვინც სისხლში შაქარს აკონტროლებს.
ნედლი სტაფილოს მიღება არარეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებს, ასევე, ვისაც მსხვილი ნაწლავის ანთება ან ენტეროკოლიტი აქვს.

🔸ძალიან სასარგებლოა სტაფილოს წვენი. თუმცა მისი მიღებისას ზომიერების დაცვაა საჭირო. დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ძილიანობა, მოდუნება, თავის ტკივილი, ღებინება, სხეულის ტემპერატურის ცვლილება... გაითვალისწინეთ ისიც, რომ A ვიტამინის ჭარბი დოზა ზოგჯერ მუცლის ტკივილს, მენსტრუაციის დაყოვნებას და კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის მოშლასაც კი იწვევს.
🔸გახსოვდეთ, რომ კაროტინი შეუთავსებელია ალკოჰოლთან. ამ ორის ერთად მიღებამ შესაძლოა, ღვიძლის ანთება გამოიწვიოს. ასე რომ, ფრთხილად იყავით და ეს სასარგებლო პროდუქტი საწამლავი არ გახადოთ.
🔸თუ სტაფილოს ხშირად მიირთმევთ, პირის ღრუში მავნე მიკრობების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.
ღრძილების ანთებისა და სტომატიტის დროს პირის ღრუში რამდენჯერმე გამოივლეთ სტაფილოს ახლად გამოწურული წვენი.
🔸სტაფილოს გამოყენება რეკომენდებულია ბევრი დაავადების დროს. სამკურნალოდ უპირატესობა ენიჭება ნატურალურ პროდუქტს ან ახალგამოწურულ წვენს.
🔸სტაფილო სასარგებლოა სურდოს დროსაც. ამისთვის მისი წვენი ცხვირში დღეში 6-7-ჯერ ჩაიწვეთეთ.
ასევე, სურდოს დროს – სტაფილოს ახალგამოწურულ წვენსა და მცენარეულ ზეთს (1:1 თანაფარდობით) დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნივრის წვენი, აურიეთ და ჩაიწვეთეთ ცხვირში, დღეში რამდენჯერმე.
🔸ბუასილისა და კუჭში შეკრულობის დროს კი ძილის წინ მიიღეთ ერთი ჩაის ჭიქა გახეხილი სტაფილო.
🔸სტაფილო სასარგებლოა კონიუნქტივიტისა და თვალის რქოვანას დაავადებების დროს. ნედლი ნაყოფი და წვენი ენიშნებათ ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს. აგრეთვე, მათ, ვინც გონებრივად და ფიზიკურად არის დატვირთული.
🔸სტაფილოს წვენი კარგია უმადობისა და საერთო სისუსტისას – ერთი სადილის კოვზი წვენი დღეში სამჯერ ჭამამდე.
🔸ყელის ტკივილის დროს კარგია ახალგამოწურული სტაფილოს წვენის ყელში გამოვლება. სტაფილოს წვენი თაფლთან ერთად განსაკუთრებით სასარგებლოა ხველების დროს, რძესთან ერთად კი ბრონქული ასთმის შეტევებს ასუსტებს.
🔸უმი სტაფილო ძალიან სასარგებლოა თირკმელების, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი