მედიცინა

ჰიპერტენზია – ჩუმი მკვლელი, როგორ გავუმკლავდეთ მას

№21

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:01 05.06

ჰიპერტეზია
დაკოპირებულია

ჰიპერტენზია – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მესამედს აწუხებს და შეუმჩნევლად ზრდის ინსულტისა და გულის შეტევის რისკს.

ძირითადი მიზეზები და რისკ-ფაქტორები:

•მემკვიდრეობა;

•ჭარბი წონა/ჭარბი მარილი კვებაში;

•დაბალი ფიზიკური აქტივობა;

•მავნე ჩვევები – მსხვილი ალკოჰოლი, სიგარეტი;

•ქრონიკული სტრესი და უძილობა;

•ასაკი > 40 წელი (მაგრამ გვხვდება ახალგაზრდებშიც);

•თანმდევი დაავადებები — შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული თირკმლის დაავადება.

იგი ხშირად ასიმპტომურია.

საწყისი ნიშნები:

თავბრუსხვევა/სისუსტე;

თავსა და კეფაში დაძაბული ტკივილი;

გულის ფრიალი, აჩქარებული პულსი;

მხედველობის დაბინდვა;

სუნთქვის გაძნელება დატვირთვაზე.

პრევენცია და თვითმართვა

•დიეტა და წონაში კლება, თუ ამის საჭიროება არსებობს;

• მოწევის სრულად მიტოვება;

•ალკოჰოლის შეზღუდვა;

•სტრესის მართვა – მედიტაცია, სიღრმისეული სუნთქვა, კარგი ძილი;

•კალციუმის არხის ბლოკატორი (ამლოდიპინი);

•თიაზიდური შარდმდენი (ჰიდროქლორთიაზიდი).

კონტროლი – წნევის დღიური ჩანაწერი და ექიმთან რეგულარული ვიზიტი.

ჰიპერტენზია „ჩუმი მკვლელია“, რადგან სიმპტომები ხშირად გვიან გამოვლინდება. რეგულარული წნევის მონიტორინგითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით შეგვიძლია, გართულებების თავიდან აცილება.

პრაქტიკული რჩევები ჰიპერტენზიის პრევენციისა და მართვისთვის:

* გადამალე მარილი

* მოერიდე მზა სოუსებს, ნახევარფაბრიკატებსა და კონსერვებს — ისინი ხშირად აჭარბებენ დღიურ ნორმას მარილში;

* გამოიყენე სანელებლები (ლიმონი, ნიორი, ბულგარული წიწაკა) გემოს მისაცემად.

მოძრაობა — როგორც წამალი

•დღეში 30 წუთი სწრაფი სეირნობა, ცურვა ან ველოსიპედი აუმჯობესებს არტერიულ ტონუსს.

იძინე 7–8 საათი ღამეში

•უძილობა იწვევს ქრონიკულ სტრესს და წნევის მატებას.

წყლის სმა — რბილი წნევის რეგულატორი

•დღეში 6-8 ჭიქა წყალი — ჰიდრაცია აუმჯობესებს სისხლის ნაკადს.

ისუნთქე ღრმად და ნელა

•რეგულარული ღრმა სუნთქვა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და წნევას თანდათან ამცირებს.

შეამცირე ეკრანთან დრო და გადადე ტელეფონი ძილის წინ

•ცისფერი შუქი და მუდმივი სტიმულაცია ხელს უშლის ძილს და აღიზიანებს ნერვულ სისტემას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა