მედიცინა

გვირილით მკურნალობა

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.04

გვირილა
დაკოპირებულია

გვირილას იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს:

ბაქტერიული და ანთებითი წარმოშობის ეპითელური ქსოვილების დაავადებები;

ნაღველმდენი სისტემის დაავადებები და დარღვევები;

სასუნთქი სისტემის დაავადებები;

კუჭის დაავადებები ლორწოვანი გარსის ანთებითი, ეროზიული დაზიანებებით (როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სტადიები);

შარდმდენი სისტემის ორგანოებისა და გზების ანთება;

ქსოვილების, ორგანოების სხვა ანთებითი პროცესები;

სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ ინდივიდუალურ ჰიპერსენსიტიურობასთან დაკავშირებული დაავადებები (ბრონქული ასთმა, ეგზემა, ალერგიული ეტიოლოგიის გასტრიტები);

ტკივილის სინდრომის დასაქვეითებლად, მათ შორის კბილისა და შაკიკის ტკივილის;

ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, განგაშის შეგრძნება;

ტრავმები, შემაერთებელი ქსოვილების დაჭიმვა;

მენსტრუალური ტკივილი;

რესპირატორული დაავადებები;

გვირილა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სამკურნალო მცენარეთაგან, რომელთა მიღებაც რეკომენდებულია კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს. გვირილის ნაყენი ამცირებს ნაწლავებში აირების წარმოქმნას, ხსნის სპაზმს, კუჭის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, აძლიერებს ნაღვლის გამომუშავებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სწრაფ შეხორცებას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

ხალხური მედიცინა გვირილას იყენებს ნაყენის, ნახარშის, ჩაის, აბაზანის, აპლიკაციის, საფენისა და სავლების სახით. თანამედროვე ექიმებიც ფართოდ იყენებენ გვირილის სამკურნალო თვისებებს, რეკლამას უწევენ მას, როგორც სწრაფმოქმედ საშუალებას სურდოს დროს. კარაბადინებში იოლად იპოვით გვირილისგან დამზადებული საშუალებების რეცეპტებს.

•გვირილა იმ გამაახალგაზრდავებელი ელექსირის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ტიბეტელმა ბუდისტმა ბერებმა გამოიგონეს. რეცეპტი საოცრად მარტივია: აიღეთ 100-100 გრამი კრაზანა, გვირილა, უკვდავა და არყის ხის კვირტი, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და 3 საათით დააყენეთ. მიიღეთ ძილის წინ თაფლთან ერთად. ელექსირი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სახსრების ელასტიკურობას, კურნავს სიმსუქნეს (გაცხიმოვნებას), ჰიპერტონიას, ორგანიზმიდან აძევებს ტოქსინებს და აუმჯობესებს მხედველობას;

•თუ მუცლის ღრუს სპაზმებს, გაღიზიანებადობას ან უძილობას უჩივით, მიიღეთ გვირილის ჩაი ან ნაყენი.

•დამამშვიდებელი ჩაი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, დააყენეთ 10 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად ძილის წინ უძილობის ან ძლიერი გადაღლილობის დროს;

ძალზე ეფექტურია გვირილის აბაზანები კანის დაავადებების, კრუნჩხვების, უძილობის, შფოთვის, ფეხების შესიების დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა