გრეიპფრუტის კანისა და კურკის სასარგებლო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.02, 2022 წელი

ამ ციტრუსის კანს იყენებენ როგორც ცოცხალი, ისე გამხმარი სახით. დაქუცმაცებულ კანს აქვს ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური მოქმედება, ის ხსნის ანთებას. გრეიპფრუტის კანით სახეს იწმენდენ, რბილობთან შერეულ მასას კი სახეზე იდებენ ნიღბის სახით, მას პილინგის ეფექტი აქვს.
კანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები კი კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ქრონიკული დაავადებებისა და სიმსივნის დროსაც კი.
ხილის კანი ეფექტურია გახდომისთვის: თუ მას რაიმე კერძში ჩაუმატებთ ან მდუღარე წყალს დაასხამთ და ნაყენს მოამზადებთ, ის გახდომაში დაგეხმარებათ, რადგან აჩქარებს ცხიმების წვას და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს.
გრეიპფრუტის კანს კიდევ ერთი ფასეული კომპონენტი აქვს – ეთერზეთი, რაც ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში, არომათერაპიაში. კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს ადამიანს და აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას. ეფექტურია გრეიპფრუტის კურკა. მას აშრობენ და დაფქული სახით ამატებენ ჩაიში ან კოსმეტიკურ საშუალებებში.
კურკების ნაყენი აძლიერებს სახსრებს, ეწინააღმდეგება გაციების პროცესს, განსაკუთრებით გაზაფხულზე – ის ავსებს ორგანიზმის ვიტამინების მარაგს.
გრეიპფრუტი ამცირებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას, რომელთა შემადგენლობაშიც ესტროგენი და მისი ანალოგები შედის – დაორსულობის შანსი იზრდება. წვენი და ნაყოფი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში. მზის მაღალი აქტიურობის ზონებში მცხოვრები ქალებისთვის საშიშია დღეში გრეიპფრუტის ნაყოფის მეოთხედზე მეტის მიღება – 30 პროცენტით იზრდება ძუძუს კიბოს რისკი. ის ზრდის ულტრაიისფერი სხივების კანში შეღწევას.
გრეიპფრუტის მიღება ასევე მავნებელია კუჭის წყლულის, მაღალი მჟავიანობის დროს, პანკრეატიტის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, მწვავე ჰეპატიტის, ჰიპერტონიისას. გრეიპფრუტი ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
ზამთარში გრეიპფრუტის დიეტა ყველაზე ეფექტურია. მისი შემცველობიდან გამომდინარე, შიმშილის გრძნობას გიკარგავთ და ასევე, წვავს ცხიმებს.
დღეში ნახევარი ჭიქა გრეიპფრუტის სუფთა წვენი და ვაშლის ძმარი სახსრების დაავადებების თავიდან მოცილებაში დაგეხმარებათ.
თირკმელების ანთება, ინფიცირებული უჯრედები და კენჭის პრობლემა - ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად ისევ გრეიპფრუტი გიშველით.
ძლიერი იმუნური სისტემისთვისაც მიირთვით დღეში ერთი ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.
არც ერთ შემთხვევაში არ მიირთვათ წნევის წამლებთან ერთად. გაითვალისწინეთ ეს და მიიღეთ წამლის დალევამდე 3 საათით ადრე.
არ შეიძლება მისი ჭამა, თუ სვამთ ნევროზისგან გამოწვეულ დაავადებების ჩასახშობ წამლებს. არ მიირთვათ გრეიპფრუტი, ვისაც მაღალი ქოლესტერინი გაქვთ. ასევე, რეკომენდებული არაა მათთვის, ვისაც გულის პრობლემები აწუხებს.
თუ გრეიპფრუტს კანს მოაშორებთ, დაინახავთ თეთრ, რბილ მანტიას, რომელსაც მომწარო გემო დაჰკრავს. ადამიანების დიდი ნაწილი სპეციფიკური გემოს გამო მანტიას არ მიირთმევს. სინამდვილეში მანტია ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. საგრძნობლად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას.
გამოაშრეთ გრეიპფრუტი, გახეხეთ და დამწვრობაზე დაიყარეთ. გრეიპფრუტი მუცლის არეში ტკივილისაც ჩაახშობს. ტკივილის დროს დალიეთ ერთი სუფრის კოვზი გრეიპფრუტის წვენი და რამდენიმე წუთში სპაზმი მოგეხსნებათ.
გრეიპფრუტის რბილობის სასარგებლო თვისებები👇
✔️ გრეიპფრუტი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს – მასში ცოტაა გლუკოზა, ამიტომ შაქარი სისხლში არ იმატებს, პირიქით, აქვეითების შაქრის დონეს;
✔️ ეს ციტრუსი, ასევე, სასარგებლოა პოდაგრის დროს, ის არეგულირებს მარილოვან ცვლას, ეს კი, თავის მხრივ, ამცირებს კენჭების დაგროვებას თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში;
გრეიპფრუტი ქალებისთვის👇
ეთერზეთები ამშვიდებს და ხსნის წინამენსტრუალური სინდრომის ნეგატიურ გამოვლინებებს. ფიტონციდები მოქმედებს სოკოებსა და ბაქტერიებზე. ვიტამინები და ზოგიერთი მიკროელემენტი კი არეგულირებს ჰორმონების გამომუშავებას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა კლიმაქსისა და სქესობრივი მომწიფების დროს.
გრეიპფრუტი მამაკაცებისთვის👇
გრეიპფრუტი ასტიმულირებს ტესტოსტერონს, რაც დადებითად მოქმედებს ერექციასა და ფერტილურ ფუნქციაზე; შველის რეპროდუქციული ორგანოების ანთების დროს. ციტრუსი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოტანას უწყობს ხელს, შველის ნაბახუსევზე და დადებითად მოქმედებს ღვიძლზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან