მედიცინა

გოგრის გასაოცარი თვისებები

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

გოგრა
დაკოპირებულია

გოგრა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბახჩეულია, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. მას მრავალი სამკურნალო თვისება აქვს:

1. აძლიერებს იმუნურ სისტემას – გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით A და C ვიტამინებს, რომლებიც აუმჯობესებენ ორგანიზმის თავდაცვით უნარს და ხელს უწყობენ ინფექციების თავიდან აცილებას.

2. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას – გოგრის თესლი და რბილობი მდიდარია კალიუმით, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

3. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას – გოგრა შეიცავს ბოჭკოს, რაც აუმჯობესებს ნაწლავების მოქმედებას და ეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოძევებას.

4. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში – მისი რეგულარული მიღება დადებითად მოქმედებს დიაბეტიან ადამიანებზე, რადგან ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას.

5. წმენდს ორგანიზმს – გოგრა ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, რაც ეხმარება თირკმელებს და ამცირებს შეშუპებებს.

6. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას – გოგრაში არსებული ბეტა-კაროტინი და ანტიოქსიდანტები აჩერებენ კანის დაბერების პროცესს და აუმჯობესებენ ტონუსს.

7. ამშვიდებს ნერვულ სისტემას – გოგრის თესლი შეიცავს მაგნიუმსა და ტრიპტოფანს, რომლებიც ხელს უწყობენ ძილის მოწესრიგებას და სტრესის შემცირებას.

8. სასარგებლოა მხედველობისთვის – ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რაც იცავს თვალებს და აუმჯობესებს ღამის ხედვას.

გოგრა სასარგებლოა როგორც მოხარშული, ისე გამომცხვარი სახით, ასევე მისი წვენის ან თესლის ფორმით.

1. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასაწმენდად – მოხარშეთ გოგრის რბილობი უმარილო წყალში. გასრისეთ პიურედ და მიირთვით თითო ჭიქა დღეში ორჯერ – დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ. ეს ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნებაში და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას.

2. შარდმდენი და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება – გაწურეთ გოგრა და დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2–3-ჯერ, ჭამამდე. ის ამცირებს შეშუპებას და ხელს უწყობს თირკმელების სწორად მუშაობას.

3. გულის გასამაგრებლად – გააკეთეთ თაფლიანი გოგრის პიურე (1 ჭიქა მოხარშული გოგრა + 1 სადილის კოვზი თაფლი). მიირთვით ყოველდღე 1–2 სადილის კოვზი. ეს ნარევი აუმჯობესებს გულის ტონუსს და აწვდის ორგანიზმს საჭირო მინერალებს.

4. ყაბზობისას – გოგრის პიურე ან გამომცხვარი გოგრა ბუნებრივი საფაღარათო საშუალებაა. საკმარისია ყოველდღიურად მიირთვათ 150-200 გრამი, განსაკუთრებით დილას.

5. ძილის გაუმჯობესებისთვის – ძილის წინ მიირთვით ერთი მუჭა მოხალული გოგრის თესლი. ისინი შეიცავენ ტრიპტოფანს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სეროტონინისა და მელატონინის გამომუშავებაში, რის შედეგადაც ძილი ღრმავდება და ნერვული სისტემა მშვიდდება.

6. კანის სიწითლისა და ანთებისას – გოგრის რბილობი დაჭყლიტეთ და დაიდევ სახეზე ან ანთებულ ადგილას 15-20 წუთით. ის ამშვიდებს კანს და ამცირებს გაღიზიანებას.

მიიღება სეზონურად და ბუნებრივად მომწიფებული გოგრა. საუკეთესოა შემოდგომის გოგრა, რადგან ამ დროს ყველაზე მეტად აქვს სასარგებლო ნივთიერებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა