მედიცინა

გარგარი ჩვენი ჯანმრთელობის სამსახურში

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.08, 2022 წელი

გარგარი
დაკოპირებულია

გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალურ წყაროს წარმოადგენს. ის შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამ ნაერთთა ბუნებრივი კომბინაციის წყალობით, გარგარს, კვებით ღირებულებასთან ერთად, სამკურნალო თვისებებიც აქვს.

გაითვალისწინეთ, რომ გარგარის კანი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი.

განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ხილი, ოღონდ ის გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. მწიფე, საღი ნაყოფი ხავერდოვანი, არომატული და მკვრივია.

გარგარი მალე ფუჭდება, ამიტომ უმჯობესია, შეინახოთ არა მაცივარში, არამედ ოთახის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, თანაც არა თასით, არამედ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ერთ წყებად განლაგებული.

ძალიან სასარგებლოა გარგარის ჩირიც, თან, ის მთელი წელი შესანიშნავად ინახება.

გარგარის ჩირი შესანიშნავი სისხლის აღმდგენი საშუალებაა. ანემიის დროს კი ნიგოზთან, ქიშმიშთან და თაფლთან ერთად გამოიყენება.

სპეციალისტები მის რეგულარულ მიღებას გვირჩევენ მხედველობის დარღვევისას, რეკომენდაციას უწევენ როგორც ზოგად გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ პროდუქტს.

გარგარის ჩირი მდიდარია კალიუმით, ამიტომ განსაკუთრებით კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისა და საჭმლის მონელების დარღვევის დროს. მასში უხვად არის მაგნიუმის მარილები, რაც მას ჰიპერტონიის სამკურნალო თვისებებს ანიჭებს – მისი სისტემატური მიღების შემთხვევაში არტერიული წნევა რეგულირდება.

რეგიონებში, სადაც მოსახლეობა რეგულარულად მიირთმევს გარგარის ჩირს, ძვლების მოტეხილობა მეტად იშვიათია. ეს იმიტომ, რომ ჩირი ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, კანისა და თმის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. თანამედროვე გამოკვლევებით ისიც დადგენილია, რომ გარგარის ჩირის რეგულარული გამოყენება აფერხებს სიმსივნის განვითარებას. ამისთვის საკმარისია, დღეში 100 გრამი ჩირი მივირთვათ.

გარგარის ჩირის ყველა სახეობა შარდმდენია. მისი ნახარში ხსნის შეშუპებას.

ნაკლებად ტკბილი სახეობები სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს, ტკბილი – ნერვულ დაავადებათა შემთხვევებში, შედარებით მჟავე კი შაკიკს უხდება და ხშირად მოავადეთათვისაც ძალიან კარგია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა ჩირის კურკების ნაყენი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა