მედიცინა

გამოვიყენოთ მარწყვი სამკურნალოდ

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.08

მარწყვი
დაკოპირებულია

მარწყვი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სამკურნალო თვისებებითაც მდიდარი კენკრაა. სასარგებლოა როგორც ჯანმრთელობის, ისე კანისა და იმუნური სისტემისთვის. მარწყვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა C ვიტამინი, ანტოციანინები და ელაგის მჟავა.

მარწყვში შემავალი ნივთიერებები:

* ამცირებს ანთებებს ორგანიზმში;

* აფერხებს სიბერის პროცესებს;

* ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს, აძლიერებს გონებრივ ფუნქციებს. მასში შემავალი ფოლატი (B9 ვიტამინი) და ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ მეხსიერების გაუმჯობესებას და ტვინის ფუნქციის შენარჩუნებას;

* იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;

* ამცირებს ცუდ ქოლესტერინს (LDL);

* დაბლა სწევს არტერიულ წნევას;

* აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;

* მასში შემავალი ბოჭკოები აუმჯობესებენ საკვების მონელებას და აშორებენ ტოქსინებს;

* სასარგებლოა კანის სიჯანსაღისთვის – C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, ხსნის ანთებით პროცესებს (მაგალითად, აკნეს);

* ეხმარება წონის კონტროლს;

* დაბალკალორიულია;

* ახასიათებს შაქრის დაბალი შემცველობა;

* ამცირებს შიმშილის გრძნობას;

* ამაგრებს ძვლებს – შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმსა და ვიტამინ K-ს – ყველა ეს ნივთიერება მნიშვნელოვანია ძვლების სიმტკიცისთვის.

როგორ გამოვიყენოთ მარწყვი სამკურნალოდ?

1. მარწყვის ჩაი (ფოთლებით): გამოიყენება სუსტ შარდმდენად და საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად.

2. ნატურალური წვენი ან სმუზი: კარგია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

3. ნიღაბი კანისთვის (გაფცქვნილი მარწყვი + თაფლი): წმენდს კანს, ამცირებს ანთებებს და აძლევს ტონუსს.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი მარწყვის სმუზი შეიცავს: ანტიოქსიდანტებს, C ვიტამინსა და ბოჭკოს. იდეალურია: გრიპის სეზონისას, ენერგიის გასაზრდელად.

ინგრედიენტები: მარწყვი – 1 ჭიქა (ცოცხალი ან გაყინული), 1 ცალი ბანანი, 1/2 ჭიქა ფორთოხლის წვენი, ფორთოხლის წვენი, 1 ჩ/კ თაფლი (სურვილისამებრ), 1 მწიკვი კურკუმა.

მომზადება: ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ ერთგვაროვან მასამდე. დალიეთ დილით, უზმოზე.

საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი ჩაი მარწყვის ფოთლებით – მოქმედებს, როგორც მსუბუქი შარდმდენი და სითხეების გამწმენდი საშუალება.

ინგრედიენტები: 1 ჩაის კოვზი მარწყვის გამხმარი ფოთლები, 1 ჭიქა ადუღებული წყალი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი (სურვილისამებრ).

მომზადება: ფოთლები მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით ადუღებული წყალი, დაფარეთ სახურავი და გააჩერეთ 10 წუთი. დალევამდე გადაწურეთ. დღეში 2–3-ჯერ ჭამის შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა