მედიცინა

გამოიყენეთ ტყემალი სამკურნალოდ

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.06, 2021 წელი

ტყემალი სამკურნალოდ
დაკოპირებულია

ტყემალი მეტად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მასში ჭარბადაა ასკორბინის მჟავა, რის გამოც გამოიყენება ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მისი რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე.

👉 მის შემადგენლობაში შედის კალიუმი, რომელიც ხელს უწყობს გულის ნორმალურ მუშაობას.

👉 შაქრის მცირე რაოდენობის გამო მისი მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც თამამად შეუძლიათ.

👉ტყემალი შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. გამოიყენება ორგანიზმის გაწმენდისა და გაახალგაზრდავებისთვის. ეს ხილი დაბალკალორიულია და მისი მიღება ნებადართულია ჭარბი წონის დაკლებისთვის დიეტაზე ყოფნის დროსაც.

👉ტყემალი კარგი საშუალებაა, როგორც მსუბუქი გამხსნელი, ასევე, გამოიყენება რესპირატორული, კუჭის დაავადებების დროს. ტყემლის რეგულარული მიღება ორგანიზმს რადიაციისა და დასხივების მოქმედებასთან ბრძოლაში ეხმარება.

👉 ტყემალი ძალიან სასარგებლოა კოსმეტიკური მიზნებისთვის. მისი ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა დასაბანადაც – ის კანის ცხიმიანობას ებრძვის. ხილის ნაყოფის რბილობის გამოყენება შეიძლება ნიღბის სახით, ეს ნაყენი სახეს გამონაყარისგან წმენდს. ნაყოფისა და დაქუცმაცებული კურკის ნარევი შესანიშნავი საშუალებაა სახის კანის, ყელისა და დეკოლტეს ზონის გაახალგაზრდავებისთვის.

👉ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ტყემლის ყვავილიც. ყვავილზე დამზადებული ნაყენი მამაკაცებს ეხმარება პროსტატის მკურნალობასა და ერექციის გაუმჯობესებაში. ტყემლის მურაბით, როგორ სიცხის დამწევი და ამოსახველებელი საშუალებით, მკურნალობენ ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს.

👉სასარგებლოა ალუჩისა და ტყემლის ნახარშები და კომპოტები, ისინი აძლიერებენ მადას და აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით სასარგებლოა გასტრიტებისა და მომატებული მჟავიანობისას.

ოფიციალური მედიცინა რაციონში ალუჩისა და ტყემლის ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან ის ორგანიზმის ვიტამინებით, მინარალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა.

რადგანაც ტყემლის შემადგენლობაში ამიგდალინის მჟავა შედის, მისი გამოყენება შეიძლება ბრონქული ასთმის შეტევის დროს.

❗არასასურველია ტყემლის მიღება ინდივიდუალური აუტანლობისას, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ტყემლის კურკაში არის მავნე ნივთიერებები, რამაც შესაძლოა, მოწამვლა გამოიწვიოს. გახსოვდეთ, რომ ტყემლის ნაყოფის დიდი რაოდენობით მიღება კუჭის აშლას იწვევს.

✔️ტყემალში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა: ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, პექტინები, C, B ჯგუფის ვიტამინები, A პროვიტამინი, ბევრია მასში კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი.

სხვათა შორის, ტყემლის ფერი მისი შემადგენლობით განისაზღვრება. მაგალითად, ყვითელში ბევრია შაქარი და ლიმონმჟავა და თითქმის არაა მთრიმლავი ნივთიერებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი