მედიცინა

გაითვალისწინეთ – ეს კიბოს სიმპტომია!

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.06, 2022 წელი

კიბოს სიმპტომები
დაკოპირებულია

აუცილებლად უნდა იცოდეთ კიბოს ძირითადი სიმპტომები. თუმცა, გახსოვდეთ ისიც, რომ რომელიმე მათგანის აღმოჩენა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კიბო გაქვთ.

წონაში კლება – ბევრი ადამიანი, ვინც კიბოთია დაავადებული, წონაში იკლებს. როდესაც კილოგრამებს სრულიად უმიზეზოდ კარგავთ, ამას ვერ ხსნიან. თუ სრულიად მოულოდნელად 5 კილოზე მეტი დაიკელით, ექიმთან ვიზიტია საჭირო. ძირითადად, წონაში საგრძნობლად იკლებენ პაციენტები, რომელთაც პანკრეასის, კუჭის, საყლაპავი მილის, ან ფილტვების კიბო აქვთ.

ციებ-ცხელება – ეს სიმპტომი ძირითადად მაშინ ჩნდება, როდესაც კიბო ორგანიზმში ვრცელდება. ციებ-ცხელება კიბოთი დაავადებული პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნებათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ კიბო, ან მისი მკურნალობა გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. არც თუ ისე ხშირად ციებ-ცხელება შესაძლოა, ლეიკემიის ან ლიმფომის საწყისი ნიშანი იყოს.

ტკივილი – ტკივილი შესაძლოა, ადრეული სიმპტომები იყოს ისეთი ტიპის კიბოსი, როგორიცაა ძვლის ან სათესლე ჯირკვლების. ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც გარკვეული ღონისძიების შემდეგაც კი ვერ იყუჩებთ, შესაძლოა, ტვინის სიმსივნის ნიშანი იყოს. ზურგის ტკივილი შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის ან საკვერცხეების კიბოს სიმპტომი იყოს. ამასთან, ტკივილი ხშირად იმას ნიშნავს, რომ კიბოს ორგანიზმში მეტასტაზები აქვს.

უფრო კონკრეტულად კი:

სისხლდენა – ნებისმიერი სისხლდენა, გარდა მენსტრუაციისა, არის შეშფოთების მიზეზი. განსაკუთრებით საყურადღებოა საშვილოსნოდან ან მკერდის კერტიდან სისხლდენა.

ყლაპვის პრობლემა ან მადის დაკარგვა – ჭამასთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკომფორტის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან დარღვეული პროცესები ხელს უშლის თქვენს სხეულს ნუტრიენტების შეწოვაში.

კვანძები კანქვეშ – კიბოს განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი მიდამოებია ყელი, მკერდი, კუჭი, იღლია, საკვერცხე და სხვა რბილი ქსოვილები. ამ მიდამოებზე ხელით შეხების დროს თუ საეჭვო კვანძისმაგვარს ან სიმაგრეს შენიშნავთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. სანამ ის სიმსივნედ ფორმირდება, სრულად განკურნება შეგიძლიათ.

თეთრი ბუშტუკური ლაქები პირის ღრუში – თუ კი შეატყობთ ენაზე, ყელში და საერთოდ პირის ღრუში თეთრ ლაქებს ან ბუშტუკებს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რადგან ის ყელის კიბოს განვითარების ერთ–ერთი სიმპტომია.

ნაწლავების მუშაობის ცვლილება – ნებისმიერი ცვლილება – სისხლის ფერი; ნაწლავების ტკივილი, განავალის მუქი ან ღია ფერი და ასევე დიარეა ან ყაბზობა „წითელ განგაშს“ ნიშნავს, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან მსგავსი ცვლილებები ხშირად კოლორექტალური კიბოს მიზეზი ხდება.

ხველა – თუ თქვენ არ გაქვთ სურდო, გრიპი და სხვა დაავადება, რასაც ხველა ახასიათებს, თუმცა გახველებთ, შეიძლება, კიბოს საშიშროება იყოს, რომელიც ვითარდება ფილტვებში, საყლაპავ მილში, ყელში ან კუჭში.

ხმის ცვლილება – ყელის ხორხის კიბო ხშირად ხდება ხმის ტემბრის ცვლილების მიზეზი. აქ, რასაკვირველია, არ იგულისხმება ასაკით გამოწვეული ცვლილება.

ჭრილობები, რომლებიც ვერ ან ძნელად ხორცდება – თუ შეატყობთ თქვენს თავს მსგავს შემთხვევას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან კიბოს საშიშროების დროს დაქვეითებულია იმუნური სისტემა და ჭრილობების შეხორცების პროცესი შენელებულია.

კანის ქავილი – როდესაც ორგანიზმი კიბოს წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, რეაგირებს სისხლის თეთრი უჯრედების საშუალებით, ამიტომ იმ ადგილებში, სადაც კიბო ვითარდება, სისხლის მიმოქცევა იზრდება, კანი კი თბება, მკვრივდება, წითლდება და ქავილს იწვევს.

შარდვის ცვლილება – თუ შეამჩნიეთ შარდვის პროცესის გაძნელება, ფერისა თუ სუნის ცვლილება, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რადგან ეს შეიძლება, დაავადების ნიშანი იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი