ექინაცეას სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.05

მცენარის შემადგენლობაში მრავალფეროვანი მინერალური და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია: რკინა, სელენი, კალიუმი, კალციუმი, ვერცხლი, კობალტი, მანგანუმი, მაგნიუმი, თუთია. იმუნომოდულაციაზე პასუხისმგებელია პოლისაქარიდები, საპონინები, ეთერზეთები, გლიკოზიდები, ინულინი, ორგანული მჟავები, ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, გლუკოზა, ფიტოსტერინები, ფისი, ვიტამინები.
სოკოს საწინააღმდეგო ფუნქციას ასრულებს პოლიენები, ანტისეპტიკურს – ფენოლმჟავები; ბეტაინი აბრკოლებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას.
ფენოლკარბონმჟავები აძლიერებს იმუნიტეტს, ახასიათებს შარდმდენი თვისებები.
ექინაცეას აქვს კანის რეგენერაციის უნარი, გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, აშორებს „სიბერის ლაქებს“, მალე ახორცებს ჭრილობებსა და კანის დაზიანებებს.
იცავს გულ–სისხლძარღვთა სისტემას. მცენარის ანტიოქსიდანტური თვისებები აქვეითებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის შემცველობას, წმენდს სისხლძარღვებს და ამაღლებს მათ ელასტიკურობას.
ექინაცეა წმენდს ორგანიზმს: სისხლს, ლიმფურ სისტემას მთლიანობაში, ამაღლებს ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის ეფექტურობას.
აწესრიგებს ნერვულ სისტემას. იყენებენ დეპრესიული მდგომარეობის, გადაღლისა და ნერვული გამოფიტვის დროს.
იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან.
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
არის ონკოპროტექტორული საშუალება.
გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ხშირი გაციების დროს.
ეფექტურია ქალური დაავადებების დროს, მათ შორის თეთრად შლისას.
თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების, ყურის ინფექციების დროს.
ასევე, კარგი საშუალებაა სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკის, ნაწლავის ჩხირის დროს.
შესანიშნავი ეფექტი აქვს უძილობისა და მომატებული გაღიზიანებულობის დროს.
გამოიყენება დამწვრობის, მწერების ნაკბენის დროს (გარეგანი მოხმარებისთვის). ექინაცეას ძველად გველის ნაკბენის სამკურნალოდ იყენებდნენ. მის ფესვს სხვაგვარად გველის ფესვსაც უწოდებენ.
არის ეფექტური ანტიალერგიული საშუალება.
ექინაცეას ნახარშის დამზადების წესი: საჭიროა 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული მცენარე და 1 ჭიქა წყალი. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაუმატეთ ექინაცეა, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ.
ექინაცეას ნაყენის დამზადების წესი: დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 70%–იანი სპირტი 4/1 თანაფარდობით. გააჩერეთ ერთი თვე. ნაყენი უნდა მიიღოთ ჭამის წინ 15 წვეთის ოდენობით წყალში ან ჩაიში გახსნილი.
ექინაცეას მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს:
• მწვავე ლეიკოზი;
• ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები;
• დიაბეტი;
• ინდივიდუალური აუტანლობა, ალერგია მცენარის მიმართ;
• ტუბერკულოზი;
• მგლურა;
• არ შეიძლება მცენარის მიღება შეუწყვეტლივ. საჭიროა შესვენებები;
• ორსულობისა და ლაქტაციის დროს – მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან