მედიცინა

ექიმის რჩევები

№40

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 15.10, 2023 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: რომელი უფრო საზიანოა ორგანიზმისათვის – ბევრი მარილი თუ შაქარი და კიდევ შეუძლია თუ არა, ბევრმა მარილმა დიაბეტი გამოიწვიოს?

პასუხი: როგორც შაქრის, ისე მარილის გადაჭარბებული მიღება ერთნაირად საზიანოა. მარილის ჭარბი მოხმარება დიაბეტის განვითარების რისკფაქტორი არ არის, მაგრამ ამძიმებს დიაბეტის სიმპტომატიკას. მარილის ჭარბი მოხმარება, უპირველესად, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე აისახება დამაზიანებლად და თუ არსებობს რიგი პათოლოგიების განვითარების რისკფაქტორები, რამდენიმე რისკფაქტორის თანხვედრა ხდება მიზეზი როგორც ახალი პათოლოგიის ჩამოყალიბების, ისე არსებულის გამწვავების.

კითხვა: ვარ 24 წლის ბიჭი. ბოლო 10 დღეა, დამეწყო შარდის შემცირება, წყალს ვიღებ 2 ლიტრს და პლუს გაზიან სასმელებს. წარსულში კენჭები აღმომაჩნდა. ტკივილი არ მაქვს, მივმართო უროლოგს თუ ცხელი ამინდებისა და ჭარბი ოფლიანობის ბრალია?

პასუხი: თუ წყლის მიღების გაზრდის პარალელურად შარდის გამოყოფა არ გაიზრდება, თუ დღე-ღამეში 500 მილილიტრზე ნაკლები შარდი გამოიყოფა ან ოლიგურიას დისკომფორტი (წვა, სიმძიმის, მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება) დაემატება, ობიექტური შეფასებისთვის უროლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: პიტნის წვეთებით რძის გაშრობა რამდენ ხანშია შესაძლებელი? და რძე ბავშვის წოვის დროს თუ გაშრება?

პასუხი: ზოგადად, სარძევე ჯირკვლის აქტიურობის პერიოდი მას შემდეგ შეწყდება, რაც ბავშვი ძუძუს აღარ მოწოვს. წოვის პროცესი თავად არის რძის წარმოქმნის სტიმულატორი. ეს არის რძის გაშრობის უსაფრთხო მეთოდი. თუ რძე ამ გზით არ შემცირდება, მაშინ გასაშრობად პრეპარატის მიღება მოგიწევთ.

კითხვა: ზურგსა და მხრებზე, იშვიათად გულმკერდზეც, როგორც დერმატოლოგმა მითხრა, მაქვს თმის ძირების ანთება – ფოლეკულიტი. რომელი ეპილაციის გაკეთებაა სხეულზე რეკომენდებული და ეფექტური? თუ საერთოდ არ მირჩევთ?

პასუხი: სანამ კანზე ანთებითი კერებია ეპილაცია დაუშვებელია. ფოლიკულიტის მკურნალობა შესაძლებელია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა