მედიცინა

ექიმის რჩევები

№38

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.10, 2023 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 26 წლის. საღამოს მოულოდნელად დამეწყო კუჭის ტკივილი, თითქოს რაღაც სარტყელივით მქონდა შემოჭერილი, ტკივილი დამეწყო ბეჭებს შორის, გამიჭირდა სუნთქვა და ყლაპვა. ცოტა ხანში კი დამეწყო გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, თავბრუდახვევა და ენის დაბუჟება. ნო-შპა სპაზმის მოსახსენლად დავლიე, მაგრამ არ მიშველა. მსგავსი არასდროს დამმართვია. რისი ბრალი შეიძლება, იყოს და შესაძლებელია თუ არა რომ სტრესით იყოს გამოწვეული?

პასუხი: ასეთი ხასიათის ტკივილის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მსგავსი სიმპტომების დროს, პირველ რიგში, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიებს ვვარაუდობთ – კუჭუკანა ჯირკვლის ანთება/პანკრეატიტი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, კუჭისა და თორმეტგჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია.... ასევე, ანალოგიური სურათი შეიძლება, იყოს სტენოკარდიული შეტევის დროს. ამიტომ არ გადადოთ კლინიკაში ვიზიტი. დიაგნოზის დაზუსტებისთვის აუცილებელია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება.

კითხვა: რა შემთხვევაში გადაეცემა სექსის დროს C ჰეპატიტის ვირუსი და რა შემთხვევაში არა?

პასუხი: C ჰეპატიტით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა ვირუსით დაბინძურებული სისხლის კონტაქტი მეორე ადამიანის სისხლთან. C ჰეპატიტი მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ჯგუფს. რისკი დიდია, თუ სქესობრივი კონტაქტს თან სდევს სისხლდენა. უსაფრთხოების მიზნით C ჰეპატიტით დაავადებულთან ან ვირუსმატარებელთან სქესობრივი კავშირის დროს რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება, ხოლო დაუცველი კონტაქტისას მაქსიმალურად უნდა აიცილოთ საშოს ტრავმირება.

კითხვა: ძალიან მალე ვთვრები, ასე, 3 ჭიქაში. ჩემმა მეგობრებმა კი – 10 მაინც უნდა დალიონ. წლებია, კეფის ნერვის ნევრალაგია მაქვს.. შეიძლება, ეს იყოს მიზეზი?

პასუხი: შესაძლოა, ღვიძლი არ გამოიმუშავებს საჭირო კონცენტრაციით ორ მთავარ ფერმენტს – ალკოჰოლდეჰიდროგენაზას და ალდეჰიდ დეჰიდროგენაზას. ეს ფერმენტები ალკოჰოლის გადამუშავებას უზრუნველყოფს. ამიტომ უნდა დალიოთ მხოლოდ იმდენი, რამდენის ატანაც თქვენს ორგანიზმს შეუძლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა