ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.09

კითხვა: გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. დასკვნაში წერია: გამოხატულია ავტოიმუნური თირეოდიტის ექოლიგიური სურათი. თირეტროპული ჰორმონი (TSH) კი 3.16 მაქვს. რას მიანიშნებს ეს და რამდენად საყურადღებოა?
პასუხი: ავტოიმუნური თირეოდიტის დროს გარდა TSH-ისა, უნდა განისაზღვროს თავისუფალი თიროქსინი და იმუნოლოგიური მარკერები – ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ და პეროქსიდაზას მიმართ. დაავადება საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და ენდოკრინოლოგის მიერ დანიშნულ ადეკვატურ მკურნალობას პერიოდულად ჩატარებული საკონტროლო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე (6-12 თვეში ერთხელ) .
კითხვა: რისი ბრალი შეიძლება, იყოს ფეხების გაუსაძლისი ქავილი? ამის გამო წლებია, სინთეტიკური ქსოვილი არ მცმია. რაიმე მალამო თუ არსებობს ამ ქავილის მოსახსნელად?
პასუხი: კანზე გამონაყრის გარეშე ქავილის შესაძლო მიზეზია კანის სიმშრალე, ატოპია ან კონტაქტური ალერგია. ასევე, უკავშირდება არაერთ პათოლოგიას (შინაგანი ორგანოებისა თუ ნერვული სისტემის დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომია). გირჩევთ, ხანგრძლივად იხმაროთ დამატენიანებელი კრემი. ასევე, ტანსაცმლის (კოლჰოტის) რეცხვისას გამოიყენეთ ჰიპოალერგიული სარეცხი საშუალება. თუ ეს რჩევები არასაკმარისი იქნა, მაშინ დიაგნოზის დაზუსტებისთვის, პირველ რიგში, დერმატოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: ვარ 28 წლის ბიჭი. ყოველდღიურად 4-5 საათით მიწევს მოპედზე ჯდომა (საკურიერო საქმიანობა). მჭირდება რჩევა, როგორ შეიძლება თავი დავიზღვიო ან შევამცირო რისკები კარპული არხის სინდრომის განვითარებისგან?
პასუხი: კარპული არხის ან მაჯის გვირაბის სინდრომის განვითარების რისკი ყოველთვის არსებობს, როცა მტევანი რეგულარულად და გახანგრძლივებულად, ძირითადად, ერთ პოზიციაში დიდ დატვირთვას განიცდის. პროფილაქტიკისთვის, მონოტონური სამუშაოს დროს, პერიოდულად უნდა შეისვენოთ და გააკეთოთ მარტივი ვარჯიშები (მაჯების გაჭიმვა და თითების გავარჯიშება), ზამთარში კი ხელები ხელთათმანით უნდა დაიცვათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...