მედიცინა

ექიმის რჩევები

№32

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.08, 2023 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: დილით უზმოზე გავისინჯე შაქარი სახლში და ერთ დღეს 64 მქონდა, მეორე დღეს – 62. საუზმის მერე, 1 საათში კი – 84. ღამით ვსვამდი ლიმონიან მწვანე ჩაის უშაქროდ. მაინტერესებს, ძალიან დაბალია?

პასუხი: სისხლში შაქრის შემცველობის ქვედა ზღვარი 70 მგ/დლ-ია თუმცა, რიგ შემთხვევაში, 60 მგ/დლ-იც შეიძლება, ნორმად ჩაითვალოს. არსებობს არადიაბეტური ჰიპოგლიკემია – ჰიპოგლიკემია უზმოზე და რეაქტიული ჰიპოგლიკემია (ჭამის შემდეგი). ამ დროს ხდება საჭიროზე მეტი რაოდენობით ინსულინის გამოყოფა, რის გამოც სისხლში მცირდება გლუკოზა. მიზეზი სხვადასხვაა. დიაგნოსტიკისთვის ყურადღება უნდა მიექცეს სიმპტომებსა და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს – გლუკოზისა და ინსულინის განსაზღვრას ვენურ სისხლში. კვლევა უნდა ჩატარდეს დილით უზმოზე, ბოლო კვებიდან, მინიმუმ, 8 საათის შემდეგ. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით დაგეგმეთ ენდოკრინოლოგთან ვიზიტი.

კითხვა: ყოველთვის, როცა პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლება მჭირდება, იმ დღეებში კუჭის მჟავიანობა მემატება. მაინტერესებს მჟავიანობის მომატება სოდიანი წყლის ბრალი ხომ არ არის?

პასუხი: თუ სოდიანი სავლები შესაბამისი კონცენტრაციისაა და არ ყლაპავთ, მაშინ გამოვლება კუჭის მჟავიანობას არ შეცვლის.

კითხვა: ვარ 53 წლის. მაქვს „ჰალუს ვალგუსი“. მაინტერესებს, ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება თუ აუცილებელია სპინალური ანესთეზია?

პასუხი: „ჰალუს ვალგუსის“ დროს, დეფორმაციის ხარისხიდან გამომდინარე, ქირურგიული ჩარევა შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი, სპინალური ან ზოგადი ანესთეზიით. ტერფის გამოკვლევის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს ჩარევის ხარისხსა და გაუტკივარების ტიპს.

კითხვა: ჩემი პატარა წლის და ორი თვისაა. ამ დრომდე ბუნებრივ კვებაზე მყავდა. გადავწყვიტე ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანო, თუმცა გამიგია, ეს ზაფხულში სასურველი არ არისო და რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

პასუხი: ზოგადად, გადაჩვევა უნდა მოხდეს თანდათანობით და რაც შეიძლება ბუნებრივად. ძუძუს წოვების შეწყვეტა ზაფხულში მკაცრად აკრძალული არ არის, მაგრამ არასასურველია იმის გამო, რომ ზაფხულში ნაწლავური ინფექციების მომატებული რისკია, ხოლო დედის რძე იცავს ბავშვს დაავადებებისაგან, დეჰიდრატაციისგან. ძუძუზე თავის დანებება წელიწადის გრილ პერიოდებში ჯობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა