მედიცინა

ექიმის რჩევები

№1

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 15.01, 2023 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემს მეუღლეს ბავშვობიდან აქვს ქალასშიდა წნევა. მაინტერესებს, არის თუ არა ეს მემკვიდრეობითი? ჩემი 4 წლის ბიჭი დილით, გაღვიძებისას, ხშირად ამბობს, თავი მტკივაო. ერთმანეთთან იმიტომ დავუკავშირე, რომ მეუღლეც ხშირად იტკიებს თავს.

პასუხი: დიახ, არის რიგი დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები, რომელიც ქალას შიდა წნევის მომატების რისკფაქტორს წარმოადგენს, ერთ-ერთი ფაქტორია მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობაც. გარდა თავის ტკივილისა, ქალასშიდა წნევის მომატების სიმპტომი არის, ასევე, გულისრევის შეგრძნება, ასევე, მხედველობის დარღვევა, ქალასშიდა წნევის მატებას ახასიათებს ვეგეტოსისხლძარღვოვანი მოვლენები: ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე და სხვა. ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელია პედიატრთან ან ბავშვთა ნევროლოგთან ვიზიტი.

კითხვა: ჩემი ბიჭი ვერ ამბობს „რ“ და „ყ“ ბგერებს. არის ხუთი წლის. უნდა ვაჩვენო ვინმეს თუ არ არის საგანგაშო?

პასუხი: დიახ, ბგერათა წარმოთქმის გასასწორებლად ბავშვი მიიყვანეთ ლოგოპედთან.

კითხვა: მყავს 7 წლის ბიჭი რამდენიმე ღამეა, ძილში ხვრინავს და რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: უპირველესად უნდა გამოირიცხოს ისეთი ბანალური მიზეზი, როგორიცაა მშრალი ჰაერი ოთახში და ცხვირში მშრალი ქერქი. საძინებელ ოთახში ჰაერის ტემპერატურა, დაახლოებით, 18-20 გრადუსი უნდა იყოს, ტენიანობა – 50-65 პროცენტი. რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, ბავშვის საწოლი არ უნდა იდგეს გამათბობელთან ახლოს. რაც შეეხება პათოლოგიას, ეს შეიძლება, იყოს ადენოიდები, ცხვირ-ხახის ნუშურების გადიდება, ცხვირის ძგიდის გამრუდება, სასუნთქი გზების აგებულების თავისებურება, დიაგნოსტიკას ახდენს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი