მედიცინა

ექიმის რჩევები

№48

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.12, 2022 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: რენტგენზე გამოჩნდა, რომ ფილტვის ფესვები გაფართოებულია. რას ნიშნავს ეს?

პასუხი: ფილტვების ფესვების გაფართოება შეიძლება, აღინიშნოს გულ-სისხლძარღვთა და ბრონქ-ფილტვის დაავადებების დროს. მაგალითად, გულის მარცხენამხრივი უკმარისობისას, ფილტვების დაავადებისას – ემფიზემა, ატელექტაზი... ამიტომ, ეს არ არის დიაგნოზი, ასეთი ცვლილების დაფიქსირების შემდეგ უნდა გაგრძელდეს კვლევები კონკრეტული მიზეზის დასადგენად.

კითხვა: გადავიღე ქუსლის რენტგენი, დასკვნა ასეთია – ,,ქუსლის ძვლის ბორცვის ქვედა კიდეზე აღინიშნება მცირე ზომის ძვლოვანი წანაზარდი (,,დეზი’’ ,,შპორა”)“, გთხოვთ მირჩიოთ, როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: ქუსლის დეზის მკურნალობის მეთოდები: მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, დარტყმით-ტალღური თერაპია, მედიკამენტური ბლოკადები, ოპერაციული ჩარევა. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, აუცილებელია წონის კორექცია და რაც მთავარია, უპირველესია მოხერხებული ფეხსაცმლის შერჩევა, რომელშიც ორთოპედიული სადებები იქნება ჩაფენილი. მკურნალობა კომპლექსურია, ამიტომ თქვენ უნდა მიმართოთ ორთოპედს/ტერფის სპეციალისტს, რომელიც თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს – კონსერვატიულს ან ოპერაციულს.

კითხვა: ორივე ყურში მაქვს დაგუბების შეგრძნება, ნერწყვს რომ ვყლაპავ, ტკაცუნის და წუილის ხმები მესმის. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია ყურში გოგირდის საცობი. ყურის დაგუბების მიზეზის დადგენა მხოლოდ გასინჯვით არის შესაძლებელი. მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა