ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.11, 2022 წელი

კითხვა: ვარ 23 წლის და მაწუხებს აკნე, განსაკუთრებით მხრების მიდამოში. ნათესავმა მირჩია კლაირა (ჰორმონული) მედიკენტი, რეკომენდებულია თუ არა მისი დანიშნულების გარეშე მიღება?
პასუხი: კლაირა არის სისტემური გამოყენების ჰორმონული კონტრაცეპტივი – სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორების ჯგუფის პრეპარატი. პრეპარატის ერთ-ერთი გვერდითი მოქმედება არის აკნე, აღნიშნული მედიკამენტის მიღება ექიმის გარეშე დაუშვებელია.
კითხვა: ვარ 37 წლის, ყოველ დილას უზმოზე ვჭამ 3 სადილის კოვზ ,,ჰერკულესს” წამოდუღების გარეშე, ანუ მხოლოდ ადუღებულ წყალს ვასხამ, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ასე მომზადებულის მიღება?
პასუხი: სასურველია შვრია („ჰერკულესი“) პერიოდულად ჩაანაცვლოთ წიწიბურით, ქერით, ბრინჯით... შვრია შეიცავს ფიტინის მჟავას, რომელიც აბრკოლებს კუჭ-ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას.
კითხვა: ვარ 26 წლის, მაქვს ნაღვლის რეფლუქსი, გასტრიტი, კოლიტი და მაინტერესებს შემიძლია პრასის ჭამა?
პასუხი: ცოცხალი, ნედლი სახით არ არის რეკომენდებული. რემისიის პერიოდში კი შეგიძლიათ, მიიღოთ თერმულად დამუშავებული.
კითხვა: წონის კლებასთან ერთად ვატყობ, სხეულზე მიჩნდება სტრიები. გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ შეიძლება ამის შეჩერება?
პასუხი: უნდა გადაიხედოს მენიუ – მკაცრი დიეტა, დაუბალანსებელი კვება, წონის სწრაფი კლება, არასაკმარისი წყლის მიღება, ვარჯიშის უგულებელყოფა არასასურველ ასახვას პოვებს კანზე. ყველაფერ ამის გათვალისწინებით და სალონური პროცედურების ჩატარებით სტრიები შეიძლება, ნაკლებად ხილვადი გახდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან