ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 16.10, 2022 წელი

ექიმის რჩევები
კითხვა: მაქვს ნაირფერი პიტირიაზი და მაინტერეაებს რამდენად მარტივად გადამდებია? შეიძლება, სხვაზე შეხებით ან ტანსაცმლით გადავიდეს?
პასუხი: დიახ. ნაირფერი პიტირიაზი კანის სოკოვანი დაავადებაა. გადადება ხდება ინფიცირებულის ტანსაცმლით, სამკაულით, თეთრეულით, პირსახოცით, დაავადებულთან ხანგრძლივი მჭიდრო კონტაქტით,
კითხვა: წონის კლებასთან ერთად ვატყობ, სხეულზე მიჩნდება სტრიები. გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ შეიძლება ამის შეჩერება?
პასუხი: უნდა გადაიხედოს მენიუ – მკაცრი დიეტა, დაუბალანსებელი კვება, წონის სწრაფი კლება, არასაკმარისი წყლის მიღება, ვარჯიშის უგულებელყოფა არასასურველ ასახვას ჰპოვებს კანზე. ყველაფერ ამის გათვალისწინებით და სალონური პროცედურების ჩატარებით სტრიები შეიძლება, ნაკლებად ხილვადი გახდეს.
კითხვა: ვარ 23 წლის და მაწუხებს აკნე, განსაკუთრებით მხრების მიდამოში. ნათესავმა მირჩია კლაირა (ჰორმონული) მედიკამენტი, რეკომენდებულია თუ არა მისი დანიშნულების გარეშე მიღება?
პასუხი: კლაირა არის სისტემური გამოყენების ჰორმონული კონტრაცეპტივი – სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორების ჯგუფის პრეპარატი. პრეპარატის ერთ-ერთი გვერდითი მოქმედება არის აკნე, აღნიშნული მედიკამენტის მიღება ექიმის გარეშე დაუშვებელია.
კითხვა: ვარ 37 წლის, ყოველ დილას უზმოზე ვჭამ 3 სადილის კოვზ ,,ჰერკულესს” წამოდუღების გარეშე, ანუ მხოლოდ ადუღებულ წყალს ვასხამ, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ასე მომზადებულის მიღება?
პასუხი: სასურველია შვრია („ჰერკულესი“) პერიოდულად ჩაანაცვლოთ წიწიბურათი, ქერით, ბრინჯით... შვრია შეიცავს ფიტინის მჟავას, რომელიც აბრკოლებს კუჭ-ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას.
კითხვა: ვარ 26 წლის, მაქვს ნაღვლის რეფლუქსი, გასტრიტი, კოლიტი და მაინტერესებს შემიძლია პრასის ჭამა?
პასუხი: ცოცხალი/ნედლი სახით არ არის რეკომენდებული. რემისიის პერიოდში კი შეგიძლიათ, მიიღოთ თერმულად დამუშავებული.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან