მედიცინა

ექიმის რჩევები

№32

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.08, 2022 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: როგორი უნდა იყოს 6 წლის გოგონას ფარისებრი ჯირკვლის ზომები და საერთო მოცულობა?

პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის ზომებია 7X5 სანტიმეტრი, მოცულობა – დაახლოებით, 5,4 კვადრატული სანტიმეტრი.

კითხვა: ვარ 33 წლის ქალი. წლებია, მაწუხებს კისრისა და ბეჭების ტკივილი. მაქვს სკალენუს სინდრომი, ასევე კიფოზი. ბოლო 2 კვირაში უკვე ორჯერ გამაღვიძა მარჯვენა მაჯის ისეთმა გაბუჟებამ, ხელს ვერ ვგრძნობდი, შემდეგ მარცხენა ხელზე დამეწყო და რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ დაბუჟებას გაევლო. დარწმუნებული ვარ, რომ ხელი ცუდად არ მედო და ძილის პოზის ბრალი არ არის. ზევით ჩამოთვლილ ანამნეზზე დაყრდნობით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს დაბუჟება სკალენუს სინდრომის გამოა? კოაგულოგრამაც გაკეთებული მაქვს და ნორმაშია.

პასუხი: დიახ, სკალენუს სინდრომი, იგივე კიბისებრი კუნთის სინდრომი – გულმკერდის ზედა გასავლის სინდრომები გამოწვეულია ლავიწქვეშა არტერიაზე ზეწოლით. ასევე, მხრის წნულის ლავიწქვეშა ნაწილის კისრის მალებქვეშ ზეწოლით ან პირველი ნეკნის ანომალური მდებარეობითა და შეკუმშული კიბისებრი კუნთით, შესაბამისად, ამ დროს ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზიები) ვითარდება მტევანში, მხარსა და მკლავში, ასევე, მგრძნობლობის დაკარგვა თითებში

კითხვა: მოკვეთილი მაქვს მკერდი. ექიმმა ახლა სამიზნე თერაპია დამინიშნა, მაინტერესებს რას ნიშნავს ეს სამიზნე თერაპია?

პასუხი: ტარგენტული, ანუ დამიზნებითი თერაპია, ამ თერაპიის დაწყებამდე ტარდება სპეციალური გენეტიკური ანალიზი, რითაც ადგენენ, კონკრეტულ შემთხვევაში, რომელი პრეპარატის მიმართ იქნება მგრძნობიარე სიმსივნური უჯრედები, ანუ კიბოსთან ბრძოლა ხდება ტარგენტული თერაპიით გენეტიკურ დონეზე, რაც რიგ შემთხვევაში (არა ყოველთვის), უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ქიომოთერაპიული მკურნალობა, განსაკუთრებით ძუძუსა და ფილტვის კიბოს დროს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა