მედიცინა

ექიმის რჩევები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.06, 2022 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ვიცი, რომ ფორქსიგა გულის უკმარისობის დროს გამოიყენება, მაგრამ მაინტერესებს, როცა კუმშვადობა ძალიან დაბალია, მდგომარეობას აუმჯობესებს?

პასუხი: განდევნის დაბალი ფრაქციით გულის უკმარისობის დროს მკურნალობაში ფორსიგას ჩართვით რიგ შემთხვევაში აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, ზოგჯერ კი – სიმპტომების გაუარესების პრევენცია.

კითხვა: მყავს 70 წლის მამა. 5 თვის წინ გაიკეთა სტენტირება – ერთი სტენტი აქვს. აპრებს ვარიკოზული ვენის ოპერაციის გაკეთებას. გულისა და სხვა ნაწილების პასუხები კარგი აქვს. მაინტერესებს, ასე მოკლე დროში შეიძლება თუ არა მეორე ოპერაციის გაკეთება; რამე რისკი ხომ არ არის?

პასუხი: რისკი უნდა შეაფასოს ექიმმა, რომელიც დეტალურად გაეცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ბოყინი გულის პრობლემებით იყოს გამოწვეული. როცა გულმკერდის არეში ელემენტარულ დისკომფორტს ვგრძნობ, ბოყინი მეწყება და მშველის.

პასუხი: თუ იმავდროულად მკერდში ტკივილსაც გრძნობთ, მაშინ, პირველ რიგში, კარდიოლოგიური კვლევა უნდა ჩაიტაროთ, თუ გულისმიერი მიზეზი გამოირიცხება, მაშინ საჭირო იქნება გასტროენტეროლოგთან ვიზიტი.

კითხვა: გადავიღე ქუსლის რენტგენი, დასკვნით „ქუსლის ძვლის ბორცვის ქვედა კიდეზე აღინიშნება მცირე ზომის ძვლოვანი წანაზარდი („დეზი“ „შპორა“), გთხოვთ მირჩიოთ, როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: ქუსლის დეზის მკურნალობის მეთოდებია მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, დარტყმით-ტალღური თერაპია, მედიკამენტური ბლოკადები, ოპერაციული ჩარევა. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, აუცილებელია წონის კორექცია და რაც მთავარია, უპირველესია მოხერხებული ფეხსაცმლის შერჩევა, რომელშიც ორთოპედიული სადებები იქნება ჩაფენილი. მკურნალობა კომპლექსურია, ამიტომ თქვენ უნდა მიმართოთ ორთოპედს/ტერფის სპეციალისტს, რომელიც შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს მდგომარეობიდან გამომდინარე – კონსერვატიულს ან ოპერაციულს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა