მედიცინა

ექიმის რჩევები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.03, 2022 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: 24 წლის ბიჭს საერთოდ არ აქვს მადა, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამს, ხან არც ჭამს, რა ვიტამინი შეიძლება, მიიღოს მადის გაუმჯობესების მიზნით? ექიმთან მისვლაზე არ მთანხმდება.

პასუხი: მადის დაკარგვას შეიძლება, ბევრი მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად, სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ასევე, ინფექციური დაავადებები, ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება და სხვა. საწყის ეტაპზე სცადეთ მადის სტიმულირება – ყოველი კვების წინ დალიოს ბოსტნეულის ან ხილის წვენი, კარგია უალკოჰლო ლუდიც. ეცადოს, რეჟიმით იკვებოს – ჭამოს დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებებს შორის ერთნაირი შუალედები დაიცვას. თუ უმადობა გახანგრძლივდა, მაშინ მიზეზის დასადგენად და ადეკვატური მკურნალობის დასანიშნად უნდა მიმართოს ექიმს.

კითხვა: შეიძლება თუ არა სელენისა და D ვიტამინის ერთად მიღებამ ალერგია ან რამე გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს? არის თუ არა სელენი ჰორმონი და რამდენად უწყობს ხელს წონაში მატებას?

პასუხი: სელენისა და D ვიტამინის მიღება ერთად შეიძლება, ვიტამინურ-მინერალურ კომპლექსებში ორივე ერთად შედის. რაც შეეხება ალერგიას, კონკრეტულმა ორგანიზმმა ნებისმიერი პრეპარტის მიმართ შეიძლება გამოავლინოს მომატებული მგრძნობელობა. სელენი გავლენას არ ახდენს წონაზე.

კითხვა: სისხლის საერთო და D ვიტამინის ანალიზი უზმოზე უნდა გავიკეთო? მე დილით ცოტა ვჭამე და შემდეგ გავიკეთე. რეალურ პასუხს ვერ გავიგებ?

პასუხი: ამ ანალიზებისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა, შესაძლებიელია მსუბუქი საკვების მიღების შემდეგაც.

კითხვა: ძალიან მიჭირს დაძინება. დამეხმარება თუ არა მელატონინის აბები, დამოკიდებულებას ხომ არ იწვევს?

პასუხი: მელატონინის აბები არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას, ეხმარება დაძინებაში და ძილის რითმის მოწესრიგებაში. მიღებამდე გაეცანით ანოტაციას.

კითხვა: ფეხზე ამძვრა ფრჩხილი. შემდეგ კი საშინელი ფრჩხილი ამომივიდა. რა გავაკეთო, რომ ისევ ისეთი გაიზარდოს?

პასუხი: უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც განსაზღვრავს ფრჩხილის პათოლოგიური დეფორმაციისა და შეფერილობის გამომწვევ მიზეზს, სავარაუდოა ონიქომიკოზი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა