მედიცინა

ექიმის რჩევები

№51

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 25.12, 2020 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

„თბილისელების“ მკითხველებს ოჯახის ექიმი პასუხობს 👩‍⚕️

კითხვა: ტუბერკულოზისა და კიბოს გარდა, კიდევ რისთვის კეთდება ოპერაცია ფილტვზე?

ასუხი: ექინოკოკოზის დროს, ტრავმის დროს და ასე შემდეგ.

კითხვა: ალოხოლი რა წამალია?

პასუხი: ალოხოლი არის ნაღველმდენი საშუალება, ინიშნება ქრონიკული ქოლეცისტიტების, ქოლეცისტოჰეპატიტების, ქოლანგიტების, ნაღველის მომატებული ლითოგენობის დროს, ნაწლავების ატონიით გამოწვეული ჩვეული ყაბზობის დროს.

კითხვა: იოდინოლს, იოდომარინსა და იოდბალანსს აქვს ერთნაირი შემადგენლობა: კალიუმის იოდიდი. ექიმმა პროფილაქტიკისთვის იოდომარინი დამინიშნა და ის 7 ლარი ღირს, იოდინოლი კი – 1 ლარი. თუ შემადგენლობა ერთნაირი აქვთ, რამე დაშავდება, რომ უფრო იაფიანი გამოვიყენო?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ იოდომარინი ან იოდბალანსი ან კალიუმის იოდიდი (ყურადღება მიაქციეთ დანიშნულ დოზას). რაც შეეხება იოდინოლს ეს სხვა დანიშნულების პრეპარატია.

კითხვა: გავიკეთე გრიპის საწინააღმდეგო აცრა. მაინტერესებს რამდენია ინკუბაციის პერიოდი და რა მოხდება, თუ მანამდე რამე შემეყარა?

პასუხი: აცრის შემდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება. ჩვენი რჩევაა, ამ პერიოდშიც და შემდეგაც მაქსიმალურად დაიცვათ თავი ინფიცირებისგან, რადგან გრიპის ვაქცინის დამცველობითი ეფექტი არ არის ძალიან მაღალი, დაახლოებით 60 %-მდეა.

კითხვა: ვარ 16 წლის 47 კილო, მწეველი და ეს 2 დღეა არ ვჭამ ბევრს, მაქსიმუმ, 500-600 კალორიას ვიღებ. დილით, როცა ვიღვიძებ, სულ გული მერევა, ზოგჯერ ხელი მიკანკალებს და სუნთქვაც დიდად არ მიადვილდება. ხომ ვერ მეტყვით, რა მჭირს?

პასუხი: რაც სახეზეა და ბევრი ძიება არ სჭირდება, ეს არის ის, რომ თქვენ განიცდით კვების დეფიციტს და ხართ თამბაქოს მომხმარებელი, რაც მოზარდისთვის, მით უმეტეს, დაუშვებელია და ეს ორივე ფაქტორი მაქსიმალურად აზიანებს ჯანმრთელობას. თუ უმადობა გაწუხებთ, აუცილებლად ჩასატარებელია გამოკვლევები, თანმიმდევრული კვლევების დასაგეგმად ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ჩემი ბებია 55 წლისაა. წყალს საერთოდ არ სვამს, შეიძლება, თვეში მხოლოდ ერთი ჭიქა დალიოს. მაინტერესებს, რას შეიძლებოდა, გამოეწვია ეს და არის თუ არა საშიში?

პასუხი: ალბათ, თქვენი ბებია სვამს სხვა სითხეს, თუმცა წყალი ორგანიზმისათვის აუცილებელია, ის მიღებული სითხის დიდ ნაწილს უნდა შეადგენდეს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი