მედიცინა

ექიმის რჩევები

№12

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.04

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს ოსტეოპოროზი. რომელი მაგნიუმია რეკომენდებული რომ დავლიო?

პასუხი: ოსტეოპოროზის დროს მაგნიუმის შერჩევისას საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევა მაგნიუმის ციტრატი ან გლიცინატი. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მაგნიუმი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა და ძვლების სიმკვრივისთვის ის აუცილებლად კალციუმთან და D3 ვიტამინთან კომბინაციაში უნდა განიხილებოდეს.

კითხვა: კუჭის გამოსაკვლევად ბარიუმის ფაფის დალევა საკმარისი იქნება?

პასუხი: კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამოკვლევის მეთოდებია: რენტგენოკონტრასტული კვლევა (ბარიუმის ფაფით), გასტროსკოპია, ექოსკოპია... მაგრამ ზუსტი დიაგნოსტიკა გასტროსკოპიის გარეშე შეუძლებელია, ის სრულყოფილი დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა

კითხვა: რას უნდა ნიშნავდეს როდესაც ადამიანს, ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის გაუარესების დროს (ვირუსი/გაციება/კბილის ამოღება) ნასიცხარივით შეენიშნება ჭიპის ირგვლივ, მუცელსა და ზურგზე ანუ, წვრილი მოწითალო ან მუქი ვარდისფერი კანის აჭრელება. ზოგადი ჯანმრთელობა ნორმალურია, სისხლის საერთო, D ვიტამინის დონე და რკინა, ფარისებრი – წესრიგში.

პასუხი: აღწერილი გამონაყარი, რომელიც ნებისმიერი ფიზიკური სტრესის ან ინფექციის დროს ჩნდება, არის ორგანიზმის არასპეციფიკური იმუნური პასუხი. რადგან პაციენტს აქვს ალერგიული წინასწარგანწყობა, მისი იმუნური სისტემა „ზემგრძნობიარეა” და ანთების მედიატორების (მაგალითად, ჰისტამინის) გამოყოფით რეაგირებს არა მხოლოდ წამალზე, არამედ თავად ვირუსზე ან ქირურგიულ სტრესზეც. რადგან ძირითადი ანალიზები ნორმაშია, ეს სავარაუდოდ, კანის სისხლძარღვების ინდივიდუალური რეაქციაა, რაც საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მართვისთვის საჭიროა იმუნური ფონის კონტროლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი