მედიცინა

ექიმის რჩევები

№11

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: რამ შეიძლება გამოიწვიოს უცაბედი ყელის გამოშრობა და ხველების ატეხვა, შემდეგ კი სუნთქვის მსუბუქი გაძნელება?

პასუხი: ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ხორხის სპაზმს (ლარინგოსპაზმს) ან მწვავე ალერგიულ რეაქციას ახასიათებს. ძირითადი მიზეზები შეიძლება, იყოს ალერგენთან კონტაქტი (მტვერი, მკვეთრი სუნი ან საკვები); ან რეფლუქსი – კუჭის წვენის ამოტყორცნა ყელში, რაც მყისიერ გაღიზიანებას და ხველას იწვევს; მშრალი ჰაერი ან გაუწყლოება, რაც ლორწოვანს მგრძნობიარეს ხდის; ან ნერვული ფონი – ძლიერი სტრესის დროს ყელის კუნთების სპაზმი. თუ სუნთქვის გაძნელება პროგრესირებს, აუცილებელია სასწრაფო დახმარება, რადგან ეს შესაძლოა, იყოს ანაფილაქსიის ან ასთმური შეტევის დასაწყისი.

კითხვა: ძალიან მაწუხებს მხრის ტკივილი, გადავიღე რენტგენი და აღმომაჩნდა ძვლოვანი წანაზარდი – ოსტეოფიტი. რომელ სპეციალისტს ან მკურნალობის რა ფორმას მივმართო?

პასუხი: როდესაც ტკივილის მართვა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარაეტბით არ ხერხდება და მოძრაობა იზღუდება, მიმართავენ ქირურგიულ მეთოდს. მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის ორთოპედ-ტრავმატოლოგს მიმართეთ.

კითხვა: პლაგიოცეფალიასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა: მაქვს თავის ქალის დეფორმაცია, მასთან ერთად სახისაც, როგორ არის შესაძლებელი მკურნალობა? (ასაკი – 18 წლის).

პასუხი: ზრდასრულ ასაკში პლაგიოცეფალიის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი მეთოდი არის ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ოპერაცია იმდენად დამღლელია, ამასთან, დიდია შესაძლო გართულებების რისკიც, რომ ქირურგები ამგვარ ჩარევას, ჩვეულებრივ, არ მიმართავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი