მედიცინა

ექიმის რჩევები

№8

ავტორი: ნინო კანდელაკი 16:00 08.03

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: 5 წლის ბავშვს ცოტ-ცოტა ეპარება შარდი. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს. დაბანიდან უახლოეს პერიოდშიც კი ასეთი სუნია. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: ბავშვებში შარდის შეუკავებლობა (თუნდაც მცირე ულუფებით) და მასთან ასოცირებული მძაფრი, უსიამოვნო სუნი ხშირად საშარდე გზების ინფექციაზე მიანიშნებს. სუნის არსებობა დაბანის შემდეგაც კი მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემა არა ჰიგიენაში, არამედ შარდის შემადგენლობის ცვლილებაშია, რაც შეიძლება, ბაქტერიული პროცესების შედეგი იყოს. პირველ რიგში, აუცილებელია, ჩატარდეს შარდის საერთო ანალიზი და ბაქტერიოლოგიური კვლევა (ნათესი), რათა გამოირიცხოს ინფექცია და ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის მიმართოთ პედიატრს ან ბავშვთა უროლოგს.

კითხვა: მიკოსტი არის თუ არა ანტიფუნგალური პრეპარატი?

პასუხი: დიახ, მიკოსტი არის ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) პრეპარატი.ის გამოიყენება კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციების დროს (კანდიდოზი, დერმატომიკოზი და სხვა).

კითხვა: 3 წელია, რაც სიგარეტს თავი დავანებე, მაგრამ ღრმად რომ ვახველებ, თითქოს ბრონქები ხრუტუნებს. ეს ბუნებრივია თუ საყურადღებოა?

პასუხი: თუ უკვე სამი წელია, სიგარეტს აღარ ეწევით და ღრმა ხველისას ზოგჯერ ბრონქებში „ხრუტუნის“ მსგავს ხმას გრძნობთ, ეს ხშირად ნარჩენი ლორწოს ან ბრონქების ჯერ კიდევ არასრულად აღდგენილი მოქმედების შედეგია და, როგორც წესი, საშიში არ არის. მთავარია, არ იყოს მუდმივი ხველა, გამონადენი, ქოშინი ან ტკივილი. სითხის მეტი მიღება, სუფთა ჰაერზე სიარული და მსუბუქი ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს სრულ აღდგენას. თუმცა, პროფილაქტიკისთვის მიზანშეწონილია ერთხელ პულმონოლოგთან შემოწმება. ფილტვების რენტგენოგრაფია ან სპირომეტრია დაგეხმარებათ; დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი