მედიცინა

ექიმის რჩევები

№6

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: სლოკინის პრობლემაზე ნევროლოგმა გამსინჯა და გასტროსკოპიული კვლევის გაკეთება მირჩია. ძალიან ვნერვიულობ. მაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა სერდაცია და კიდევ – რადგან კვლევაა საჭირო, რამდენად აუცილებელია ამ ხერხს მივმართო?

პასუხი: თუ ნევროლოგმა გამორიცხა ნევროლოგიური მიზეზები, გირჩევთ, გაიკეთოთ გასტროსკოპია, რადგან სლოკინის გამომწვევ მიზეზებში საკმაოდ ხშირია კუჭ-ნაწლავის პრობლემები (რეფლუქსი, ეზოფაგიტი, დიაფრაგმის თიაქარი და სხვა). პროცედურის რისკი მინიმალურია, ხოლო დიაგნოსტიკური სარგებელი – მაღალი.

კითხვა: მაქვს მშრალი თვალის სინდრომი, ადრე ვიყენებდი ოკუთეარსის წვეთებს. შეგიძლიათ, მსგავსი მოქმედების წვეთები რომ მირჩიოთ? თან, ბოლო 2 კვირაა მარჯვენა თვალის ქუთუთო მითამაშებს. მხედველობა 100-პროცენტიანი მაქვს.

პასუხი: ოკუთეარსის მსგავსად მოქმედი ხელოვნური ცრემლები სიმპტომების შესამსუბუქებლად კარგია. უმჯობესია კონსერვანტების გარეშე წვეთები, მაგალითად: Systane Balance, Hylo-Comod, Blink Intensive Tears ან მათი ადგილობრივი ანალოგი. თუ სიმპტომები გაძლიერდა ან გამწვავდა – დაიწყო ტკივილი, ძლიერი სიწითლე, ქუთუთოს ანთება ან მხედველობის ცვლილება, აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია.

კითხვა: ფილტვების რენტგენოგრაფიულ სურათზე ჩანს თუ არა სუსტად და ძლიერად გამოხატული ბრონქების ანთება?

პასუხი: რენტგენოგრაფიულ სურათზე ბრონქების ანთება (ბრონქიტი) ყოველთვის მკაფიოდ არ ჩანს. ხშირად, როდესაც ანთება მხოლოდ ბრონქებშია, რენტგენის სურათი შეიძლება, სრულიად ნორმალური იყოს. რენტგენის მთავარი დანიშნულება ამ დროს არის არა ბრონქიტის დადასტურება, არამედ იმის შემოწმება, ხომ არ გადაიზარდა პროცესი ფილტვების ანთებაში, რომელიც რენტგენზე კარგად ჩანს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი